აზიური
ყველაფერი კარგადაა, ეს სიყვარულია
- ქართ.
- 885
- 0
„ყველაფერი კარგადაა, ეს სიყვარულია“ არის მენტალურად ავადმყოფი ადამიანების ისტორია, რომლებმაც ისწავლეს საკუთარი თავის მიღება სხვისი დახმარებით. დრამა გვიჩვენებს, რომ გვერდით უნდა დავუდგეთ საზოგადოებისგან გარიყულ ადამიანებს. რადგან ისინიც ადამიანები არიან... არასრულყოფილები, დაბნეულები... მაგრამ ისინიც იმსახურებენ თანაბარ სიყვარულს და პატივისცემას. შემდგარი, მომხიბვლელი და დამაფიქრებელი სიუჟეტის გარდა, ამ დრამაში მსახიობების წარმოუდგენელ პერფორმანსებს იხილავთ, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებთ.
სასიყვარულო სიგნალი
- ქართ.
- 1 303
- 0
Love Alarm ერთგვარი აპლიკაციაა, რომელიც ათი მეტრის რადიუსში გატყობინებს თუ შენზე ვინმე შეყვარებულია. ყველა ამაზე ლაპარაკობს და თავისი სიყვარულისა და პოპულარობის დასადგენად იყენებს, თუმცა ჟოჟოს ჯერ კიდევ არ აქვს აპლიკაცია ჩამოტვირთული. იგი სასიყვარული სამკუთხედში აღმოჩნდება: თვითონ, სუნ-ო, რომელის მიმართაც გარკვეული გრძნობა ჩამოუყალიბდა და ჰაი-იანგი, რომელიც მასზე გაგიჟებით შეყვარებულია.
გთხოვ, არ წაისვა ეგ ტუჩსაცხი
- ქართ.
- 741
- 0
იუნ სონა კოსმეტიკური ბრენდის მარკეტერია. მას უყვარს თავისი სამსახური და ოცნებობს მკმავალში საკუთარი ბრენდი შექმნას. ჩე ჰიონსუნი კი სონას აღსაზრდელია და მასთან ერთად მუშაობს ამავე ბრენდის მარკეტერად. ჰიონსუნს შეუყვარდება სონა და ყველანაირად ცდილობს მასთან რომანტიკული ურთიერთობა დაამყაროს, თუმცა მისგან საპასუხო გრძნობებს ვერ ღებულობს. საქმე იმაშია, რომ სონასთვის მასზე უმცროსი მამაკაცები პარტნიორებად არ განიხილებიან.
მოგესალმებით ვაიკიკიში 2
- ქართ.
- 1 288
- 0
ეს დრამა მოგვითხრობს ახალგაზრდების მეგობრობის, სიყვარულის და ოცნებების შესახებ. ლი ჯუნკი ცნობილი მსახიობია და ფლობს სასტუმრო ვაიკიკის, რომელიც გაკოტრების პირასაა. ჯუნკი სასტუმროს ასაღორძინებლად დახმარებას სთხოვს მეგობრებს - ჩა უშიკს და კუკ კიბონს. უშიკი მომღერლობაზე ოცნებობს, კიბონი კი ნიჭიერი ბეისბოლისტია, რომელიცმხოლოდ მცირე ლიგებში თამაშობს. ჯუნკის ხათრით ორივე ჩადებს ფულს სასტუმროში. როგორ განვითარდება მოვლენები, როცა სასტუმროში 3 გოგონა დასახლდება?
კიდევ ერთი განშორება
- ქართ.
- 350
- 0
ისტორია ქალისა და კაცისა, რომლებიც ერთმანეთს ცხოვრების ბოლო წუთებში ხვდებიან.
რ.ა.ტ.ო.მ.
- ქართ.
- 447
- 0
იონ ვუ და ჯი ჰიუნი პირველად 17 წლის ასაკში შეხვდნენ. 4 წლის მეგობრობის შემდეგ, ბიჭმა გოგონა პაემანზე დაპატიჟა. ურთიერთობის მე-100 დღეს, ყველაფერი კარგად იყო, ერთმანეთს კიდევ უფრო მეტ სიყვარულს შეჰპირდნენ, საჩუქრებიც გადასცეს, მაგრამ საღამოს, გოგონა ახსნა-განმარტების გარეშე მიატოვებს. იონ ვუ ძალიან განაწყენებულია, რადგან ჯერ კიდევ არ იცის განშორების მიზეზი. ამიტომ ყურადღების გადასატანად მეგობრები სამოგზაუროდ კუნძულ ჯეჯუზე წაიყვანენ...
ალისა საზღვრისპირა ქვეყანაში
- ქართ.
- 1 019
- 0
ვიდეოთამაშებით შეპყრობილი ბიჭი ორ მეგობართან ერთად ტოკიოს უჩვეულო ვერსიაში აღმოჩნდება, სადაც გასამარჯვებლად სახიფათო თამაშებში მონაწილეობის მიღება მოუწევს...
სიყვარული დიდ ქალაქში
- ქართ.
- 913
- 0
პაკ ჯევონი არქიტექტორია და გულახდილი პიროვნებაა. მას ქალაქის პატარა ქუჩები და განსხვავებული ნივთების შეგროვება მოსწონს. ჯევონი არ ივიწყებს იმ ქალს, რომელმაც მისი გული მოიპარა და გაუჩინარდა. ლი უნო მოვაჭრეა და პლატონური ადამიანია, ის გადაწყვეტს რომ დაგეგმვის გარეშე წავიდეს სამოგზაუროდ. მოგზაურობის დროს, ის პაკ ჯევონს ხვდება. იგი მამაკაცს განსხვავებული სახელით და სხვა ადამიანად ეცნობა - ადამიანად, რომელიც სრულად განსხვავდება მისი რეალური ვერსიისგან. ქალს ჯევონი ნელ-ნელა უყვარდება.
ის ვინც მიყვარს
- ქართ.
- 420
- 0
მისაკი საკურაი დიდი ხანია პაემანზე არ ყოფილა. გოგონა კონდიტერად მუშაობს და მთელ თავისუფალ დროს საკუთარი ქმნილებების დახვეწას უთმობს. მას სამსახურიდან გამოუშვებენ და სწორედ ამ დროს შეხვდება მის პირველ სიყვარულს - ტიაკი სიბასაკის. იგი მას საკუთარ რესტორანში მუშაობას შესთავაზებს. როდესაც მისაკი მუშაობას დაიწყებს გიაგებს, რომ იქვე ცხოვრობს კიდევ ორი ბიჭი, ტიაკის ორი უმცროსი ძმა
ვინ ხარ : სკოლა 2015
- ქართ.
- 1 387
- 0
რა ხდება სინამდვილეში, სეულის კანამის რაიონში არსებულ ყველაზე ელიტური სკოლის კედლებს შიგნით? ინბიოლი ძალიან პოპულარულია თავის სკოლაში. ერთხელ, ის მოულოდნელად გაუჩინარდება, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ, ასევე მოულოდნელად გამოჩნდება. პრობლემა იმაშია, რომ მას საერთოდ არ ახსოვს არაფერი, ამიტომ ცდილობს გაერკვეს, რა მოხდა სინამდვილეში
მილენიუმ მამბო
- ქართ.
- 475
- 1
ეს არის ფილმი, რომელიც შესაძლოა ჩვენს ოცნებებზე მოგვითხრობდეს - რომელთაც ასე ვუფრთხით და ამავე დროს გამუდმებით გვსურს მათი რეალობად ქცევა. თუმცა საუკუნეთა მიჯნაზე, ახალი ათასწლეულის დადგომისას ყველაფერი გაცილებით რთულადაა. ნატიფი ვიზუალური ფორმების, საოცრად კარგი მუსიკალური თემებისა და მომხიბლავი პერსონაჟების მიღმა მრავალი პრობლემა იმალება - განთიადისას დნობას რომ არ იწყებენ და მზის ამოსვლასთან ერთად არ უჩინარდებიან.
ტკბილი და მჟავე
- ქართ.
- 535
- 0
ჯანჰიოკს რომანტიკული ურთიერთობა აქვს ჯონ დაუნთან, რომელიც მედდად მუშაობს. როდესაც მათ შეხვედრა დაიწყეს, ჯანჰიოკი ყურადღებიანი შეყვარებული იყო, მაგრამ ასე აღარ არის. ის მსხვილ კომპანიაში დროებით მუშაკად იწყებს მუშაობას და ცდილობს მუდმივი პოზიცია მიიღოს. ამ პოზიციის მისაღებად კი მას ჰან ბოიონისთვის კონკურენციის გაწევა მოუწევს. ისინი იძულებული გახდებიან ითანამშრომლონ, ხოლო მუშაობის პროცესში კი ერთმანეთს უფრო დაუახლოვდებიან.
სამეფო: აშინი ჩრდილოეთიდან
- ქართ.
- 469
- 0
„სამეფოს“ საგას კიდევ ერთი ისტორია: ფილმი გვიხსნის “აღდგომის მცენარის“ წარმოშობას და აგრეთვე საკმაოდ სიღრმისეულად იკვლევს აშინის პერსონაჟის საიდუმლოებას, რომელიც ამ სერიალის ბოლოს ჩნდება.
მეკობრეები: უკანასკნელი სამეფო საგანძური
- ქართ.
- 849
- 0
გიჟური ისტორია მეკობრეებზე, რომლებიც თავგამოდებით იბრძვიან, კორეული დინასტიის, გორიოს სამეფო ოჯახის უკანასკნელი საგანძურის მოპოვებისთვის. მთელი თავგადასავალი მაშინ იწყება, როცა ბანდიტთა ლიდერი მუჩი და გემის კაპიტანი ჰე რანი ერთმანეთს შეხვდებიან.
ალუბლის გემო / Taste of cherry
- ქართ.
- 654
- 0
პირველი ირანული ფილმი, რომელმაც ოქროს პალმის რტო მოიპოვა. ერთი ადამიანის უიმედო სასოწარკვეთის ეს ამბავი ისლამური ტაბუს, ინდივიდუალური გადაწყვეტების, ცხოვრებისა ან იქნებ საერთოდაც არ არსებობის შესახებ მოთხრობილი, მრავალი არქეტიპის შემცველი იგავია, მაყურებელს წარბშეუხრელად რომ იქცევს თავის წიაღში.
შეყვარებული ხარ?
- ქართ.
- 400
- 0
სო ჯუნს საკმაოდ საცოდავი ცხოვრება ჰქონდა. უბედური შემთხვევის გამო, დედამისი ავად არის და როგორც ჩანს, რასაც ხელს კიდებს, მარცხით სრულდება. იგი კაფეში მუშაობს, რომელსაც გაბედული - მაგრამ სკეპტიკურად განწყობილი სუნ ჯე მართავს. ქარიშხლიან ღამეს, კაფეს იდუმალი ქალი ეწვევა და სო ჯუნს წიგნს ათხოვებს, სახელად "შეყვარებული ხარ". აღმოჩნდება, რომ ეს გამორჩეული - და თუნდაც ჯადოსნური - წიგნია! ერთ დღეს ის წიგნს მის სასიყვარულო ცხოვრებაზე უსვამს კითხვას - და იღებს „პასუხს“, რომელიც სასწაულებრივად ცვლის მის ცხოვრებას. შეუძლია თუ არა სო ჯუნს გამოიყენოს წიგნის ძალა ნამდვილი სიყვარულის საპოვნელად?
შესრულებადი მისია
- ქართ.
- 521
- 0
ჩინელი საიდუმლო აგენტი მიიღებს შეტყობინებას იმის შესახებ, რომ დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი კონტრაბანდული გზით შედის კორეაში და მას ამ საქმის გამოსაძიებლად აგზავნიან. იგი ხვდება სუ-ჰანს, რომელიც წესით უნდა დახმარებოდა ამ საქმეში, თუმცა მისი უნიათობის წყალობით, უბრალო წვრილმანებზე უწევთ ჩხუბი. მაგრამ როდესაც მათ მოწმეებს მოულოდნელად მოკლავენ, ორივე უმალ მთავარი ეჭვმიტანილი გახდება.
კულისებს მიღმა: TXT & EN - დოკუმენტური
- ქართ.
- 332
- 0
კულისებს მიღმა: TXT & EN - დოკუმენტური
პატივისცემა ბატონი შურისძიების მიმართ
- ქართ.
- 325
- 0
რიუ ყრუა, მისი და კი მძიმედ ავადაა და მხოლოდ ტრანსპლანტაცია თუ გადაარენს, რისი ფულიც ოჯახს არ აქვს. ერთხელაც, რიუ მეგობარ გოგონასათან ერთად გადაწყვეტს მოიტაცოს ყოფილი უფროსის ქალიშვილი, გამოსასყიდის მიღების მიზნით.
მკვლელის ხმა
- ქართ.
- 449
- 0
ერთ დღეს ცნობილი ტელეწამყვანის, ჰან ქიუნბეს შვილი კვალის გარეშე გაქრება. ამ დროს ქალაქში გახშირებულია ბავშვების მოტაცება, ტელეწამყვანის შვილი სანვუ კი ერთ-ერთი მსხვერპლი აღმოჩნდება. მომტაცებელი 100 000 დოლარს ითხოვს ბავშვის სანაცვლოდ. სიტუაცია უფრო რთულდება მას შემდეგ, როცა მუქარის მიუხედავად ქიუნბეს ცოლი - ჯისონი საქმეში პოლიციას ჩართავს.
ფსიქომეტრი
- ქართ.
- 858
- 0
ლი ანს ადამიანის შეხების დროს მათი საიდუმლოებების ამოკითხვა შეუძლია. ის ხვდება გოგონას, რომელიც თავისი საიდუმლოებების დამალვას ცდილობს. ისინი ერთად კრიმინალთან ბრძოლას იწყებენ.
ოდესღაც ლამაზი
- ქართ.
- 2 057
- 0
სონ ჯუნი მსუქანი და უშნო ბავშვი იყო, რომელსაც ჰე ჯინის გაცნობამდე მეგობრები არ ჰყავდა. ერთ წვიმიან დღეს ისეთი რამ მოხდა, რამაც მათი მეგობრობა სიყვარულში გადაზარდა. 15 წლის შემდეგ ისინი ისევ შეხვდებიან ერთმანეთს, თუმცა რადიკალური ცვლილებებით. სონ ჯუნი უკვე სიმპათიური და ტანადი მამაკაცია, ხოლო ჰე ჯინის სილამაზე წარსულს ჩაბარდა. ჰე ჯინის მეგობარი, ჰარი, თავს ჰე ჯინად ასაღებს. ვნახოთ გაიგებს თუ არა სონ ჯუნი რომელია ნამდვილი ჰე ჯინი, მისი ბავშვობის პირველი სიყვარული.
სტუმარი
- ქართ.
- 682
- 0
მისტიური ძალებისგან გამოწვეული დანაშაულების რაოდენობა იმატებს. კათოლიკური ეკლესიის მღვდელი, დეტექტივი და ტაქსის მძღოლი კი ცდილობენ ამ მისტიური ძალების მთავარი წყარო იპოვონ და საბოლოოდ გაანადგურონ. სამი განსხვავებული პიროვნება, რომელსაც საერთო ტრაგიკული დღე აერთიანებს - დღე, როდესაც მთავარმა ბოროტმა სულმა პაკ ილ დომ მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა .
კეთილი მგზავრობა 3
- ქართ.
- 525
- 0
ეს გახლავთ ჯგუფ BTS-ის რეალითი შოუ, რომლის ფარგლებშიც ისინი მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყნებში და ეცნობიან იქაურ კულტურას. მე-3 სეზონში ბიჭებმა მალტა მოინახულეს.
ტარნისა და ტაიპის ისტორია 2 : 7 წლიანი სიყვარული
- ქართ.
- 686
- 0
ტარნი და ტაიპი უკვე შვიდი წელია ერთად ჰარმონიულად ცხოვრობენ. ისინი ისევ ხვდებიან უნივერსიტეტის მეგობრებს, მაგრამ უკვე ზრდასრულები არიან და სამუშაო აქვთ -ტარნი და ტაიპი ცხოვრებისეულ სირთულეებს აწყდებიან, მათი გადაჭრის დროს კი ხვდებიან, რომ ცხოვრება ყვავილების ფურცლებით მოფენილი გზა არ არის.
დაანთე ცეცხლი
- ქართ.
- 665
- 0
პოპულარული კორეული ჯგუფის. BTS-ის, მრავალსერიიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც მოიცავს ტურნეს და სცენის მიღმა განვითარებულ მოვლენებს. მოისმენთ ბიჭების პირად საუბრებს და ახლოდან დააკვირდებით კონცერტების მიმდინარეობისა და მათ დაწყებამდე თუ დასრულების შემდგომ მოვლენებს.
ჰვარანგი
- ქართ.
- 691
- 0
მოქმედება ვითარდება შილას დინასტიაში, რომელსაც მართავს დედოფალი ჯისო. მისი ვაჟი, ტახტის კანონიერი მემკვიდრე სამ მეკჯონი უსაფრთხოების მიზნით ბავშვობიდანვე მიმალვაშია. დიდგვაროვნები წლების განმავლობაში ცდილობდნენ დედოფალი ჯისოს გადაგდებას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, რის გამოც მისი გადაწყვეტილებით, უკვე სრულწლოვანი სამ მეკჯონის დასაცავად იქმნება ელიტარული რაზმი, სახელად 'ჰვარანგი'. ამ რაზმის რიგებშია თავად სამ მეკჯონიც, ოღონდ ამის შესახებ ჯერ არავინ იცის...
მაიმუნისა და ძაღლის რომანი
- ქართ.
- 626
- 0
ვებ-დრამა ცხოველებთან მოსაუბრე მამაკაცის შესახებ, რომელიც შეყვარებულს შორდება. ამის გამო მათ მაიმუნსა და ძაღლსაც უწევთ დაშორება. ცხოველები ყველა გზას მიმართავენ, რომ პატრონები შეარიგონ.
მოდი და ჩამეხუტე
- ქართ.
- 886
- 0
როდესაც ბავშვები იყვნენ, იუნ ნა-მუ და გილ ნაკ-ვონი ერთმანეთის პირველი სიყვარულები იყვნენ, მაგრამ გზების გაყოფა მოუწიათ მაშინ, როდესაც ნა-მუს მამამ, ფსიქოპატმა მკვლელმა, ნაკ-ვონის მშობლები მოკლა. 9 წლის მერე იუნ ნა-მუ ახალი სახელით - ჩე დო ჯინით ცხოვრობს და დამწყები დეტექტივია, რომელიც ცდილობს რომ მამამისის ცოდვები გამოისყიდოს. გილ ნაკ-ვონი კი ჰან ჯე-ი გახდა, მსახიობი, რომელიც გარდაცვლილი დედამისის კარიერულ გზას დაადგა. ის პანიკური შეტევებისგან იტანჯება, მაგრამ მაინც ცდილობს, ცხოვრებას პოზიტიურად შეხედოს. სამწუხაროდ მათი წარსულის ტკივილი ისევ თავს იჩენს და მათი მოკლევადიანი შეხვედრა სრულდება. ისევ სამი წელი გადის, ახლა ჯე-ი ცნობილი მსახიობია,