წითელი, თეთრი და სამეფო ლურჯი

Red, White & Royal Blue
წითელი, თეთრი და სამეფო ლურჯი
2023 7.1
ქვეყანა: ქართული
რეჟისორი: Matthew López
მსახიობები: Taylor Zakhar Perez, Nicholas Galitzine
ნანახია: 106-ჯერ

ალექს კლერემონტ-დიაზი შეერთებული შტატების პირველი ქალი პრეზიდენტის ვაჟია, რომელსაც ქიშპისა და შეჯიბრის მომენტი აქვს, ინგლისის უფლისწულ ჰენრისთან და სძულს იგი მისი ქედმაღლობისა და სნობური დამოკიდებულების გამო. უფლისწული ჰენრიც თავის მხრივ, არ არის კეთილგანწყობილი ალექსის მიმართ და იგი ხმაურიან, გამაღიზიანებელ ადამიანად მიაჩნია. სწორედ ამ მტრული ურთიერთდამოკიდებულების შედეგად ისინი საერთაშორისო დონის სკანდალს გამოიწვევენ, როდესაც პრინცი ფილიპის ქორწილში, ტორტში ამოსვრილები აღმოჩნდებიან იატაკზე. ვინაიდან, მომხდარი ორი ქვეყნის მთავრობებს შორის თანამშრომლობას უშლის ხელს, სიტუაციის გამოსწორებაა საჭირო. თუმცა ამ ყველაფერის მოგვარების მცდელობას გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება. ალექსსა და ჰენრის შორის აღმართული უხილავი კედელი ნელ-ნელა ნგრევას იწყებს, როცა ისაუბრებენ გაურკვევლობის შესახებ, რომლის გამოც ერთმანეთი აითვალწუნეს. ისინი საერთო ენასაც გამონახავენ, დამეგობრდნენ და თვეების განმავლობაში მიმოწერის საშუალებით უკეთესად გაიცნობენ ერთმანეთს. და მართლაც სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯი აღმოჩნდება, თუმცა სამეფო ოჯახის ტრადიციები მკაცრია, პოლიტიკა - სასტიკი… შეძლებენ ისინი ამ სიყვარულისთვის ბრძოლაში გამარჯვებას?


წითელი, თეთრი და სამეფო ლურჯი

Red, White & Royal Blue / წითელი, თეთრი და სამეფო ლურჯი / witeli tetri da samefo lurji
ფლეიერი 1 ფლეიერი 2
შუქის ჩაქრობა

კომენტარები (0)

reload, if the code cannot be seen

მსგავსი სიუჟეტი