დრამა
თეირანი
- ქართ.
- 766
- 0
ისრაელის დაზვერვის “მოსადის” კომპიუტერული ჰაკერი-აგენტი თამარ რაბინია ყველაზე მტრული და სახიფათო ქალაქის თეირანის ცენტრში თავის პირველ საშიშ მისიას ასრულებს, რომელიც ასევე მისი დაბადების ადგილია. მისი ამოცანაა – ირანული ბირთვული რეაქტორის მწყობრიდან გამოყვანა, რომელსაც არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის, არამედ მთელს მსოფლიო წესრიგზე აქვს გავლენა. როდესაც მოსადის საიდუმლო მისია კრახს განიცდის, მთავარი გმირი თეირანში ირიყება, სადაც ის თავიდან აღმოაჩენს თავის ირანულ ფესვებს და დემოკრატიის მომხრე აქტივისტს გაიცნობს. მაგრამ თავისი მისიის შესახებ თვითანალიზს კიდევ უფრო დიდ წინააღმდეგობამდე მიჰყავს. ყველაფერთან ერთად დაძაბულობა იზრდება, რადგან ირანის
სიკვდილის აღლუმი
- ქართ.
- 569
- 0
გასაიდუმლოებულ ბარში ბარმენი სახელად დეკიმი, ორ კლიენტს შესთავაზებს მიიღონ მონაწილეობა თამაშში სახელად "სიკვდილის თამაში"....
უზნეო კავშირები
- ქართ.
- 451
- 0
ორი ახალგაზრდას შემთხვევითი შეხვედრა, წამიერი შეხება, გადაულახავი ვნება, მხურვალე ღამე ერთმანეთის მკლავებში და დილანდელი მონანიება. გამარჯვებული 2 ნომინაციაში ფესტივალზე - Tokyo International Film Festival 2005 (საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო რეჟისორი).
ჩრდილოელი ( ვიკინგი )
- ქართ.
- 1 192
- 0
ახალგაზრდა პრინცი ამლეტის მამა სასტიკად მოკლა ბიძამ, რომელიც ბიჭის დედას იტაცებს. ორი ათწლეულის შემდეგ, ამლეტი ახლა ვიკინგია, რომლის მისიაა გადაარჩინოს დედა, მოკლას ბიძა და შური იძიოს მამაზე.
საიდუმლო ვნება
- ქართ.
- 292
- 0
ფილმის მთავარი გმირები ლილი და როზი ძველი მეგობრები არიან, მათ ერთმანეთის ვაჟები შეუყვარდებათ. იმის შიშით, რომ საზოგადოებამ არ დაგმოს ისინი, ქალები მალავენ თავიანთ ურთიერთობებს წლების მანძლზე, სანამ საიდუმლო არ გახდება საჯარო.
განგსტერების მიწა
- ქართ.
- 422
- 0
ფილმი მოგვითხრობს ამერიკის ყველაზე ცნობილი ბანდიტის ალ კაპონეს “მარჯვენა ხელის” ჯეკ მაკგერნის კრიმინალური მოღვაწეობის და მისი თვალით დანახული კაპონეს ცხოვრების და კრიმინალური სამყაროს სათავეში მოსვლის შესახებ.
ზეციური სასახლე
- ქართ.
- 644
- 0
ისტორია ოთხი ქალის შესახებ, რომლებიც მდიდრულ სამეზობლო "ზეციურ სასახლეში" ცხოვრობენ. ისინი ცდილობენ რომ ქმრები უფრო წარმატებულები გახადონ, ხოლო შვილები კი პრინცებივით და პრინცესებისავით აღზარდონ. ერთ დღეს, ერთ-ერთი ოჯახის დიასახლისი იკლავს თავს მას შემდეგ, რაც მისი ვაჟი სეულის ნაციონალურ უნივერსიტეტში ირიცხება სამეიდიცინო ფაკულტეტზე. ქალის დარჩენილი ოჯახი სამეზობლოდან მალე გადადის, რასაც ახალი ოჯახის გადმოსვლა მოჰყვება. მთელი სამეზობლო შეურაცხყოფილია, რადგან ახალი ოჯახი სტატუსით მათზე დაბლა დგას.
შენ მაცეკვებ
- ქართ.
- 483
- 0
სონ შიონი სტუდენტია და ცეკვის ფაკულტეტზე სწავლობს. გარკვეული ვითარების გამო ჰონსოკთან ერთად იწყებს ცხოვრებას. ჰონსოკი ვალების შემგროვებლად მუშაობს. ის ცივი, მაგრამ ყურადღებიანი ადამიანია. მისი ოცნება პიანისტობა იყო, თუმცა იძულებული გახდა ოცნებაზე უარი ეთქვა. ამ ორ ადამიანს შორის გარკვეული კავშირი მყარდება. გადალახავენ თუ არა ისინი დაბრკოლებებს და შეძლებენ თუ არა ბედნიერების პოვნას?
ყველაფერი კარგადაა, ეს სიყვარულია
- ქართ.
- 885
- 0
„ყველაფერი კარგადაა, ეს სიყვარულია“ არის მენტალურად ავადმყოფი ადამიანების ისტორია, რომლებმაც ისწავლეს საკუთარი თავის მიღება სხვისი დახმარებით. დრამა გვიჩვენებს, რომ გვერდით უნდა დავუდგეთ საზოგადოებისგან გარიყულ ადამიანებს. რადგან ისინიც ადამიანები არიან... არასრულყოფილები, დაბნეულები... მაგრამ ისინიც იმსახურებენ თანაბარ სიყვარულს და პატივისცემას. შემდგარი, მომხიბვლელი და დამაფიქრებელი სიუჟეტის გარდა, ამ დრამაში მსახიობების წარმოუდგენელ პერფორმანსებს იხილავთ, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებთ.
სასიყვარულო სიგნალი
- ქართ.
- 1 305
- 0
Love Alarm ერთგვარი აპლიკაციაა, რომელიც ათი მეტრის რადიუსში გატყობინებს თუ შენზე ვინმე შეყვარებულია. ყველა ამაზე ლაპარაკობს და თავისი სიყვარულისა და პოპულარობის დასადგენად იყენებს, თუმცა ჟოჟოს ჯერ კიდევ არ აქვს აპლიკაცია ჩამოტვირთული. იგი სასიყვარული სამკუთხედში აღმოჩნდება: თვითონ, სუნ-ო, რომელის მიმართაც გარკვეული გრძნობა ჩამოუყალიბდა და ჰაი-იანგი, რომელიც მასზე გაგიჟებით შეყვარებულია.
გთხოვ, არ წაისვა ეგ ტუჩსაცხი
- ქართ.
- 741
- 0
იუნ სონა კოსმეტიკური ბრენდის მარკეტერია. მას უყვარს თავისი სამსახური და ოცნებობს მკმავალში საკუთარი ბრენდი შექმნას. ჩე ჰიონსუნი კი სონას აღსაზრდელია და მასთან ერთად მუშაობს ამავე ბრენდის მარკეტერად. ჰიონსუნს შეუყვარდება სონა და ყველანაირად ცდილობს მასთან რომანტიკული ურთიერთობა დაამყაროს, თუმცა მისგან საპასუხო გრძნობებს ვერ ღებულობს. საქმე იმაშია, რომ სონასთვის მასზე უმცროსი მამაკაცები პარტნიორებად არ განიხილებიან.
უცნობები ჯოჯოხეთიდან
- ქართ.
- 2 731
- 0
იუნ ჯონ-ვუ 27 წლის არის. ის მთელი ცხოვრების განმავლობაში პატარა ქალაქში ცხოვრობდა, მაგრამ სამსახურს იწყებს სეულში, პატარა ოფისში. საცხოვრებლად გადადის სეულში და რჩება იაფფასიან ბინაში, სადაც სამზარეულოსა და აბაზანას სხვა მაცხოვრებლებთან იზიარებს. მას არ მოსწონს ბინაში დარჩენა და არც სხვა მაცხოვრებლები, რომლებიც უცნაურად და საეჭვოდ გამოიყურებიან.
მოგესალმებით ვაიკიკიში 2
- ქართ.
- 1 289
- 0
ეს დრამა მოგვითხრობს ახალგაზრდების მეგობრობის, სიყვარულის და ოცნებების შესახებ. ლი ჯუნკი ცნობილი მსახიობია და ფლობს სასტუმრო ვაიკიკის, რომელიც გაკოტრების პირასაა. ჯუნკი სასტუმროს ასაღორძინებლად დახმარებას სთხოვს მეგობრებს - ჩა უშიკს და კუკ კიბონს. უშიკი მომღერლობაზე ოცნებობს, კიბონი კი ნიჭიერი ბეისბოლისტია, რომელიცმხოლოდ მცირე ლიგებში თამაშობს. ჯუნკის ხათრით ორივე ჩადებს ფულს სასტუმროში. როგორ განვითარდება მოვლენები, როცა სასტუმროში 3 გოგონა დასახლდება?
იყავი პოზიტიური
- ქართ.
- 218
- 0
ჰვან დონი კინემატოგრაფიის ფაკულტეტზე სწავლობს, სადიპლომო პროექტისთვის კი ფილმის გადაღება სჭირდება, რომლის რეჟისორიც თავად იქნება. მონდომების მიუხედავად, ეს არც ისე მარტივია მისთვის, ამიტომაც დახმარებას თავის ყოფილ შეყვარებულს სთხოვს. მას მთავარი როლის შესრულებას სთავაზობს. ნაჩვენებია ძველი ურთიერთობის კვალი, ცხოვრების რთული პერიოდი და მიზნები, რომლებიც გვამოძრავებს. სერიალი თანაბრად მხიარული და დამაფიქრებელია.
ჩვენი სიყვარულის ამბავი
- ქართ.
- 287
- 0
იუნჯი და იონჯე, ერთმანეთს უნივერსიტეტიდან იცნობენ, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ერთმანეთზე ზრუნვას ცდილობენ და მათი ურთიერთობა ამით შემოიფარგლება. მათ შორის სიყვარულის ნაპერწკლის გაჩენისას ორივეს განსხვავებული ფიქრები აწუხებს, განსხვავებულად გამოხატავენ გრძნობებს და ამის გამო, ერთმანეთსაც საკმარისად კარგად ვერ უგებენ. "ჩვენი სიყვარულის ამბავი“ გასაოცარი სიმარტივით ხდის ფარდას ორივე გმირის გულს და მათი სიყვარულის თუ პრობლემების მიზეზებს. სტუდია ” Dingo”-ს ამ ნამუშევარში დაუფარავადაა ნაჩვენები შეყვარებული წყვილის განცდები, მათი სიყვარულის ამბის დასაწყისი, განვითარება და პრობლემები, რომლებიც ურთიერთობათა დიდ ნაწილს ხშირად თან სდევს ხოლმე.
კიდევ ერთი განშორება
- ქართ.
- 350
- 0
ისტორია ქალისა და კაცისა, რომლებიც ერთმანეთს ცხოვრების ბოლო წუთებში ხვდებიან.
რ.ა.ტ.ო.მ.
- ქართ.
- 447
- 0
იონ ვუ და ჯი ჰიუნი პირველად 17 წლის ასაკში შეხვდნენ. 4 წლის მეგობრობის შემდეგ, ბიჭმა გოგონა პაემანზე დაპატიჟა. ურთიერთობის მე-100 დღეს, ყველაფერი კარგად იყო, ერთმანეთს კიდევ უფრო მეტ სიყვარულს შეჰპირდნენ, საჩუქრებიც გადასცეს, მაგრამ საღამოს, გოგონა ახსნა-განმარტების გარეშე მიატოვებს. იონ ვუ ძალიან განაწყენებულია, რადგან ჯერ კიდევ არ იცის განშორების მიზეზი. ამიტომ ყურადღების გადასატანად მეგობრები სამოგზაუროდ კუნძულ ჯეჯუზე წაიყვანენ...
ალისა საზღვრისპირა ქვეყანაში
- ქართ.
- 1 019
- 0
ვიდეოთამაშებით შეპყრობილი ბიჭი ორ მეგობართან ერთად ტოკიოს უჩვეულო ვერსიაში აღმოჩნდება, სადაც გასამარჯვებლად სახიფათო თამაშებში მონაწილეობის მიღება მოუწევს...
გაშალე ფრთები
- ქართ.
- 310
- 0
ფილმი რეალურ ამბებს ეფუძნება. ეს არის ქრისტიანის, გარეული ბატების მიგრაციის სპეციალისტისა და მისი ვაჟის საინტერესო თავგადასავლები.
სიყვარული დიდ ქალაქში
- ქართ.
- 913
- 0
პაკ ჯევონი არქიტექტორია და გულახდილი პიროვნებაა. მას ქალაქის პატარა ქუჩები და განსხვავებული ნივთების შეგროვება მოსწონს. ჯევონი არ ივიწყებს იმ ქალს, რომელმაც მისი გული მოიპარა და გაუჩინარდა. ლი უნო მოვაჭრეა და პლატონური ადამიანია, ის გადაწყვეტს რომ დაგეგმვის გარეშე წავიდეს სამოგზაუროდ. მოგზაურობის დროს, ის პაკ ჯევონს ხვდება. იგი მამაკაცს განსხვავებული სახელით და სხვა ადამიანად ეცნობა - ადამიანად, რომელიც სრულად განსხვავდება მისი რეალური ვერსიისგან. ქალს ჯევონი ნელ-ნელა უყვარდება.
ვინ ხარ : სკოლა 2015
- ქართ.
- 1 390
- 0
რა ხდება სინამდვილეში, სეულის კანამის რაიონში არსებულ ყველაზე ელიტური სკოლის კედლებს შიგნით? ინბიოლი ძალიან პოპულარულია თავის სკოლაში. ერთხელ, ის მოულოდნელად გაუჩინარდება, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ, ასევე მოულოდნელად გამოჩნდება. პრობლემა იმაშია, რომ მას საერთოდ არ ახსოვს არაფერი, ამიტომ ცდილობს გაერკვეს, რა მოხდა სინამდვილეში
პირველი სიყვარული
- ქართ.
- 672
- 0
ორი ახალგაზრდის სიყვარულის ისტორია, რომლებმაც დედები მცირე ასაკში დაკარგეს და მას შემდეგ ერთად იზრდებოდნენ.
ერთი ნაცია, ერთი მეფე
- ქართ.
- 341
- 0
საფრანგეთის რევოლუციის მასშტაბური აღწერა ისტორიული რაკურსით, რომლის ცენტრშიც ახალგაზრდა შეყვარებული წყვილის - ბაზილისა და ფრანცუაზას სასიყვარულო თავგადასავალია.
დაპირება გარიჟრაჟზე
- ქართ.
- 419
- 0
ისტორია რომენ გარის, ცნობილი ფრანგი მწერლის შესახებ, რომელმაც გონკურის პრემია ორჯერ მოიპოვა, დაწყებული პოლონეთში გატარებული ბავშვობით და ნიცაში გატარებული ყრმობის პერიოდით, პარიზში სტუდენტობითა და მეორე მსოფლიო ომში პილოტად ყოფნით დამთავრებული.
ქურდი ლორდი
- ქართ.
- 408
- 0
დედის გარდაცვალების შემდეგ, ორი ძმა ბოუ და პოპი გაურბიან თავიანთ ბოროტ დეიდას, რომელსაც მათი განცალკევება სურს, ვენეციაში, ქალაქში, რომელიც მათ გარდაცვლილ დედას ძალიან უყვარდა
ასია / Asia
- ქართ.
- 264
- 0
ასიას დედობა რთულია რადგან ის ძალიან ადრეულ ასაკში დაფეხმძიმდა და მოზარდობის პერიოდს თავის ქალიშვილ ვიკასთან ერთად გადის. მათი რუტინა დაინგრევა როცა ვიკას ჯანმრთელობა ძალიან სწრაგად გაუარესდება