დრამა
ძალიან ახლოს საშობაოდ
- ქართ.
- 753
- 0
ქალის გრძნობები იცვლება, როდესაც ატარებს შობას მამაკაცთან, რომელიც პასუხისმგებელია მისი ბოლო ურთიერთობის დასრულებაზე.
ნდობა / Trust
- ქართ.
- 284
- 0
ამ სექსუალურ და უცნაურ მოგზაურობაში ნიუ იორკის გალერეის მფლობელი ბრუკი და მისი მეუღლე ოუენი განსაკუთრებული ცდუნებების წინაშე აღმოჩნდნენ, მოულოდნელი შედეგებით.
მითხარი შენი ფასი?
- ქართ.
- 848
- 0
ფრანგი რეჟისორის ბერტრან ბილერის ფილმი სილამაზეზე, სექსზე და სიყვარულზე. ეს ამბავი დაიწყო მაშინ, როდესაც ფრანსუას გაუმართლა და ლატარიაში ორი მილიონი ევრო მოიგო. ახლა მას თავისი ძველი ოცნების განხორციელება შეუძლია.
საოცრებისაკენ / To the Wonder
- ქართ.
- 325
- 0
მონ-სენტ-მიშელში სტუმრობის შემდეგ მარინა და ნილი ბრუნდებიან ოკლაჰომაში, სადაც იწყება პრობლემები. ნილი აჩაღებს რომანს ჯეინისთან, ხოლო მარინა ღალატობს ქმარს ჩარლისთან. ორივე - ნილიც და მარინაც თხოვს რჩევას მამა კუინტანის, მღვდელს, რომელიც თითონვე იტანჯება უუნარო ცხოცრებით…
მხსნელი რუბი / Rescued by Ruby
- ქართ.
- 308
- 0
ნამდვილი ამბავი საშინლად დიდი ენერგიის მქონე ბორდერ-კოლის და ავსტრალიური ნაგაზის ნარევი რვა თვის ლეკვის რუბის შესახებ, რომლის “უმართავი” ბუნების გამო მისი პირველი მფლობელი როდ-აილენდის ცხოველთა თავშესაფარში დააბრუნებს. ლეკვს სწრაფად იშვილებენ, თუმცა შემდეგ ხუთჯერ დააბრუნებენ. შედეგად, ლეკვის დაძინება გადაწყდება, მაგრამ ევთანაზიამდე რამდენიმე საათით ადრე ოფიცერი დანიელ ო’ნილი რუბით იხიბლება, რომელიც ლეკვში პოტენციალს დაინახავს, და კინოლოგოდ გახდომის თავისი ოცნების ასრულებას გადაწყვეტს, ხოლო რუბისთვის ეს შეხვედრა ბედნიერი ცხოვრების დაწყების შანსი გახდება.
ძალოსნობის ფერია კიმ ბოკ ჯუ
- ქართ.
- 4 164
- 0
20 წლის ძალოსანი კიმ ბოკ ჯუს მთელი ცხოვრებაა სიმძიმეებს სწევს, თუმცა მისი ცხოვრება იცვლება მაშინ, როდესაც ის თავის პირველ სიყვარულს შეხვდება.
სილამაზის საფუძვლები / beautiology101
- ქართ.
- 499
- 0
გსმენიათ ოდესმე ისეთი სკოლის შესახებ, სადაც დასწრება არ გეთვლებათ თუ მაკიაჟს არ ატარებთ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კორეულ სილამაზის სკოლაში. მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტი, რომელიც ასწავლის კანის მოვლასა და მაკიაჟს. სტუდენტი ლი ბონჯუ 20 წლის გოგონაა, მისთვის კანის მოვლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მაკიაჟი, რადგან მძიმე მაკიაჟის გამოყენებამ შეიძლება ნაადრევი სიბერე გამოიწვიოს!
ტარნისა და ტაიპის ისტორია
- ქართ.
- 1 719
- 0
ტაიპი მისტიური, მაღალი და სიმპატიური პირველკურსელია. იმის მიუხედავად რომ გულთბილი ბიჭია, ის ჰომოფობია რადგან მასზე ბავშვობაში სექსუალურად იძალადა მამაკაცმა. ყველაფერი თავდაყირა ხდება მაშინ, როდესაც მის ცხოვრებაში ახალი საინტერესო ადამიანი - ტარნი შემოდის, რომელიც მისი გეი ოთახის მეზობელია. როგორ განვითარდება სიტუაცია გეი ბიჭსა და ჰომოფობს შორის და როგორ იცხოვრებენ ისინი პატარა სივრცეში მთელი წლის განმავლობაში?
მე რობოტი არ ვარ / I Am Not A Robot
- ქართ.
- 1 767
- 0
კიმ მინ კიუ არის ადამიანი, რომელსაც სხვა ადამიანებზე ალერგია აქვს, თუმცა, დამახასიათებელი თვისებების გამო, მსხვილ ფინანსურ კომპანიას ხელმძღვანელად დანიშნეს. ალერგიის გამო მას არასდროს ჰქონია ქალთან ურთიერთობა. ერთ დღესაც ის უკვეთავს ადამიანის მსგავს რობოტს, მაგრამ რობოტის შემქმნელები გაუთვალისწინებელი ვითარების გამო მასთან რობოტის მაგივრად ნამდვილ გოგოს უშვებენ.
მისტერ სანშაინი / Mr. Sunshine
- ქართ.
- 391
- 0
მისტერ სანშაინი მოგვითხრობს მსახურის ოჯახში დაბადებულ კორეელ ბიჭზე, რომელიც სახლიდან გაიქცა და ამერიკულ საბრძოლო გემზე აღმოჩნდა. ის მოგვიანებით ბრუნდება სამშობლოში როგორც ამერიკელი საზღვაო ოფიცერი. ბედის ირონიით, შეუყვარდება არისტოკრატის ქალიშვილი და აღმოაჩენს კოლონიზაციის ბინძურ სქემას იმ ქვეყნისა, საიდანაც ერთხელ უკვე გაიქცა.
F4
- ქართ.
- 2 955
- 0
გორია დაბალი კლასის წარმომადგენელი გოგონაა, რომელსაც შანსი მიეცემა ისწავლოს პრესტიჟულ უნივერსიტეტში, სადაც მხოლოდ შეძლებული ბავშვები სწავლობენ. სკოლას 4 ბიჭი მართავს, რომლებსაც F4-ის სახელით მოიხსენიებენ. გორია ერთადერთი გოგოა, რომელმაც ბულინგის შეჩერება და F4-ის ლიდერის წინააღმდეგ ბრძოლა გადაწყვიტა.
საქმიანი გარიგება / Business Proposal
- ქართ.
- 14 030
- 0
ჰა-რი მეგობრის ნაცვლად ბრმა პაემანზე მიდის და გეგმაში მეწყვილეზე ცუდი შთაბეჭდილების მოხდენა აქვს, მაგრამ გეგმები ეშლება, როცა პაემანზე მისულს უცხო კაცის ნაცვლად თავისი აღმასრულებელი დირექტორი ხვდება.
ისევ ჩვიდმეტის / Thirty But Seventeen
- ქართ.
- 695
- 0
გონ ვუჯინი 30 წლის მარტოხელა კაცია რომელიც სეტის დიზაინერად მუშაობს. 13 წლის წინ გამოცდილი ტრამვის გამო, სხვებთან ურთიერთობა არ უნდა. როცა ვუ სორი 17 წლის იყო, იგი კომაში ჩავარდა. 13 წლის შემდეგ, იგი კომიდან იღვიძებს, მაგრამ ახლა ის 30 წლისაა. ერთად, ისინი ყველა შესაძლებლობას იყენებენ რომ გააღონ ბედნიერების კარი რომელიც ეგონათ რომ მათთვის დაიხურა.
შოკოლადის ბანკი / Choco Bank
- ქართ.
- 472
- 0
კიმ ინმა კოლეჯი დაამთავრა და მალე კარიერის გაკეთებას შეუდგება. ბიზნესის განვითარების საკითხში მას მამა ეხმარება... სერიალში სიუჟეტი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი გოგონას, პაკ ინ ბინის ირგვლივ ვითარდება, რომელიც შოკოლადის მაღაზიის მფლობელია. მას გვერდით მზრუნველი ოპტიმისტი მეგობარი ჰყავს.
რა დაემართა მდივან კიმს?
- ქართ.
- 784
- 0
ლი იანგ-ჯუნის ოჯახი მართავს დიდ კომპანიას, სადაც ის ვიცე პრეზიდენტის პოზიციას იკავებს. ჭკვიანი, მდიდარი და სიმპატიურია, მაგრამ ქედმაღალი. მისი მდივანი კიმ მი-სო მასთან წლებია მუშაობს და იდეალურად ასრულებს მოვალეობას, მაგრამ მაინც გადაწყვეტს სამსახურიდან წასვლას.
ჰილერი / Healer
- ქართ.
- 946
- 0
ჰილერი განსაკუთრებული სახის ღამის კურიერია. კონკრეტული საფასურის სანაცვლოდ თავის კლიენტებთან მიაქვს ნებისმიერი რამ, რასაც მოისურვებენ. ერთადერთი რაზეც არ მიდის - მკვლელობაა. ერთ დღესაც, თავისი საქმიანობა მეორეხარისხოვან ტაბლოიდების მწერალთან ჩე იანგ-შინთან და წარმატებულ რეპორტიორთან კიმ მუნ-ჰოსთან მიიყვანს. იგი თავს ისე აჩვენებს, თითქოს ერთი უუნარო სტაჟიორია, თუმცა მისდაუნებურად ფარდას ახდის ერთ საიდუმლოს, რომელსაც მის ბავშვობამდე მივყავართ და რომელიც ამ ორ პირს უცნაურად უკავშირდება.
ჯენის. / To. Jenny
- ქართ.
- 349
- 0
ჯონ-მინი ტიპური მუსიკის ნერდია, გიტარა რომ მისცე ნებისმიერ რამეს დაუკრავს, რასაც თხოვ. ის სიმღერების მწერალია, რომელსაც უნდა რომ ცნობილი მუსიკოსი გახდეს, მაგრამ წლების წინ თავის პირველ სიყვარულთან თავი შეირცხვინა, რის გამოც სცენის შიში გაუჩნდა.ნა რა ჯონ-მინის პირველი სიყვარული და წარუმატებელი გოგოების ჯგუფის წევრია, თინეიჯერობაში თავისი გარეგნობის გამო პოპულარული იყო, ახლა კი უნდა, რომ გაუჩინარდეს. მაგრამ ჯონგ მინისთვის ნა-რას ყურებაც კი საკმარისია, რომ გული შეუჩერდეს. ისინი ერთმანეთს შემთხვევით ისევ ხვდებიან, ბედისწერის საშუალებით ჯონ-მინი გოგონას გიტარის მასწავლებელი ხდება. როგორ წარიმართება მათი სასიყვარულო ისტორია?
მასწავლებელი კოშმარებიდან
- ქართ.
- 337
- 0
რას იზამდი, რომ შეგემჩნია, რომ შენს სკოლაში რაღაც წესრიგში არაა? კანგ იე რიმი კლასის პრეზიდენტი და საუკეთესო სტუდენტია. ის პერიოდულად ამჩნევს, რომ მის ახალ მასწავლებელსა და კლასელების გარშემო უცნაური რაღაცეები ხდება. თითქოს მის გარშემო ყველა ტრანსში ვარდება, და რაც ესიზმრებათ, რეალობაშიც ხდება. “მასწავლებელი კოშმარებიდან” დრამების ცნობილი საიტ “Viki”-ს ორიგინალი ნამუშევარია.
კი თუ არა? / Yes or No?
- ქართ.
- 533
- 0
გოგონა,რომელიც აზრებს კითხულობს, ყოველთვის აუთსაიდერი იყო სხვების აზრების გამო. მოულოდნელად ის ხვდება უფროსკურსელს, და მისდა გასაკვირად, ბიჭის აზრებს ვერ კითხულობს. ისინი დროის ერთად გატარებას იწყებენ, და ერთმანეთი უყვადებათ.
საიდუმლო დედოფლის შემქმნელები
- ქართ.
- 676
- 0
დრამა ჭკუისკოლოფა გოგონაზე, რომელსაც 6 მამაკაცი ეხმარება გალამაზებაში.
შვიდი პირველი კოცნა
- ქართ.
- 780
- 0
მინ სუ ჯინი ქალღმერთს ხვდება, რომელიც აძლევს შვიდი ბიჭიდან ერთ-ერთის ამორჩევის საშუალებას იმისთვის, რომ მას პირველი კოცნა ჰქონდეს.
არამზადა სისტემა
- ქართ.
- 510
- 0
ახალგაზრდა შენ იუანი ნოველების დიდი მოყვარულია. "ქედმაღალი ღმერთებისა და დემონების თავგადასავლების" წაკითხვის შემდეგ ის ნოველას სისულელეს და ნაგავს უწოდებს. ამ სიტყვებით შენ იუანი ააქტიურებს მისტიურ სისტემას, რომელიც იუანს ნოველის სამყაროში ამოგზაურებს. მისდა საუბედუროდ ის ნოველის მთავარ ბოროტმოქმედ, შენ ჩინ ჩიუდ იქცევა. მისი მთავარი მისიაა შეცვალოს ნოველის სცენარი, რომლის მიხედვითაც პროტაგონისტი ლუო ბინჰე შენ ჩინ ჩიუზე შურს იძიებს და მას საშინელი წამებით მოკლავს.
კაცების გულის მონუსხვა / Charming the Hearts of Men
- ქართ.
- 344
- 0
რომანტიკული დრამა 60 იანი წლების პოლიტიკური ცვლილებების პერიოდში. სადაც ქალების დისკრიმინაცია ჯერ კიდევ ჩვეულებრივი რამ არის.
დროის მოგზაურობა / Voyage of Time: Life's Journey
- ქართ.
- 376
- 0
ფილმი გვაჩვენებს დედამიწის დაბადებიდან მის განადგურებამდე პერიოდს.
ომი მიწისქვეშ / The War Below
- ქართ.
- 391
- 0
პირველი მსოფლიო ომის დროს, ბრიტანელ მაღაროელებს დაიქირავებენ რათა გვირაბი გაიყვანონ ნეიტრალური ტერიტორიის ქვეშ და ბომბები დაამონტაჟონ გერმანელების ფრონტის ხაზის ქვეშ, იმ იმედით რომ მესენთან ბრძოლის ჩიხიდან როგორმე გამოვიდნენ.
ჩვეულებრივი სიყვარული / Ordinary Love
- ქართ.
- 375
- 0
ჯოანი და ტომი მრავალი წელია ქორწინებაში იმყოფებიან. მათ ურთიერთობაში სიმარტივეა, რაც ცხოვრების ერთად გატარებამ თავისთავად მოიტანა. მათ შორის სინაზე და იუმორი ურთიერთობას ავსებს. როდესაც ჯოანს მოულოდნელად ძუძუს კიბოს დიაგნოზს დაუსვამენ ეს ანათებს მათ ურთიერთობას, რადგან წინ დიდი გამოწვევაა, რა შეიძლება მოხდეს თ ჯოანს რაიმე დაემართება? ჩვეულებრივი სიყვარული არის ისტორია სიყვარულის, გადარჩენის და ეპიკური კითხვების შესახებ, რომელიც ცხოვრების განმავლობაში თითოეულ ჩვენგანს აწუხებს.
იცხოვრე ორჯერ, გიყვარდეს ერთხელ
- ქართ.
- 362
- 0
2018 წელი, ქალაქი ვალენსია (ესპანეთის აღმოსავლეთით). ემილიო პენსიაზე გასული პედაგოგია, რომელსაც ხუთი წლის წინ მეუღლე, კარმენი გარდაეცვალა. მისი ცხოვრება კომფორტული ყოველდღიურობაა, სანამ ერთ დღესაც, სახლისკენ მიმავალს გზა არ აერევა. საავადმყოფოში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ალცჰეიმერის დაავადების პირველი სტადიის დიაგნოზს დაუსვამენ, რაც საბოლოოდ მის მეხსიერებას და ყველა მოგონებას წაშლის. საავადმყოფოს დატოვებისას იგი შემთხვევით ხვდება ჯულიას, თავის გაუცხოებულ ქალიშვილს, რომელიც სამედიცინო რეკლამის სფეროში მუშაობს. შეამჩნევს რა მის ავადმყოფობას, ჯულია ემილიოს თავის დისფუნქციურ ოჯახში სადილად მიიწვევს.
ყველაზე ცუდი ადამიანი სამყაროში
- ქართ.
- 440
- 0
თითქმის 30 წლის ჯული იძულებულია აღიაროს, რომ მას ჯერ არაფერი გაუკეთებია ცხოვრებაში და ნაკლებად სავარაუდოა რამე შეიცვალოს უახლოს მომავალში. ამ დროს მისი 44 წლის მეგობარმა ბიჭმა აკსელიმ მიაღწია წარმატებას და ახლა ჯულისთან ოჯახის შექმნა სურს. ერთ ღამეს ჯული წვეულებაზე მოხვდება, სადაც მიმზიდველ და ენერგიულ ახალგაზრდა ევინდს გაიცნობს. მასთან გატარებული ღამის შემდეგ ჯული ძველი ურთიერთობის დასრულებას და ცვლილებების იმედით ახალ პარტნიორთან ერთად ცხოვრებას გადაწყვეტს. ერთი წლის შემდეგ ჯული გაიგებს, რომ აკსელი მძიმედ არის ავად და მას საავადმყოფოში სტუმრობს.
გაია / Gaia
- ქართ.
- 350
- 0
დაშავებული ტყის რეინჯერი რუტინული მისიის დროს გადაარჩენს ორ, ქსელის გარეშე გადარჩენილ ადამიანს. ის, რაც თავდაპირველად მისასალმებელია, უფრო საეჭვო ხდება, როდესაც ვაჟი და მისი ამბოხებული მამა ტყისადმი საკულტო ერთგულებას ამჟღავნებენ.
პარაზიტი / Parasyte
- ქართ.
- 311
- 0
All of a sudden, they arrived: parasitic aliens that descended upon Earth and quickly infiltrated humanity by burrowing into the brains of vulnerable targets. These insatiable beings acquire full control of their host and are able to morph into a variety of forms in order to feed on unsuspecting prey.