მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს / Manqana, Romelic Yvelafers Gaaqrobs / The Machine Which Makes Everything Disappear
- ქართ.
- 2 277
- 1
ფილმი იმაზე, თუ რა ლამაზი ან რთული შეიძლება იყოს ცხოვრება, როდესაც გმირობაზე ოცნებობ; ფილმი სიყვარულზე, იმედგაცრუებაზე, ომსა და ოცნებაზე. Sundance კინოფესტივალის გამარჯვებული.
ძაღლების კუნძული / Dzaglebis Kundzuli / Isle of Dogs
- ქართ.
- 1 053
- 0
12 წლის ბიჭის ატარის ისტორია, რომელიც კორუმპირებული მერის კობაიაშის მზრუნველობის ქვეშაა. როდესაც მერის ბრძანებით ქალაქ მეგასაკის ყველა ძაღლს ნაგავსაყრელ კუნძულზე გაგზავნიან, ატარი მინიატურული საფრენი მოწყობილობით გაემგზავრება კუნძულზე მისი ერთგული მეგობრის სპოტსის მოსაძებნად. კუნძულზე, ახალი მეგობრების გუნდთან ერთად იგი ეპიკურ მოგზაურობას იწყებს...
დარჩი ჩემთან / Darchi Chemtan / Stand by Me
- ქართ.
- 589
- 0
ოთხი საუკეთესო მეგობარი დაღუპული ბიჭის ცხედრის საპოვნელად ლაშრობას აწყობს. ეს მათ ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.
ქაღალდის ცხოვრება / Qagaldis Cxovreba / Paper Lives
- ქართ.
- 786
- 0
სტამბოლის ერთ-ერთ ღარიბ უბანში ნარჩენების საწყობის მუშა, ავადმყოფი მეჰმედი პატარა ბიჭს შეიფარებს. მალე მას ბავშვობის ტრავმასთან თვალის გასწორება მოუწევს.
წიგნის კლუბი / Wingis Klubi / Book Club
- ქართ.
- 509
- 0
ერთხელ ინტელექტუალებს ხელში ეროტიული ბესტსელერი ჩაუვარდებათ "ნაცრისფერის ორმოცდაათი ელფერი". ამ დღის შემდეგ კლიფორნიელი ქალბატონების ცხოვრება აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ადრე.
მკვლელი / Mkvleli / The Assassin
- ქართ.
- 666
- 0
ინეთი, დინასტია ტანგის მმართველობის პერიოდი. მთავარი გმირი - მკვლელი ქალია, რომელსაც ნაბრძანები აქვს იმ ადამიანის მოკვლა ვინც უყვარს.
ის, ვინც მიყვარს / Is Vinc Mikvars / The One I Love
- ქართ.
- 462
- 0
ითანი და სოფი ცდილობენ გაყრის პირას მყოფი ქორწინების გადარჩენას ფსიქოთერაპევტის დახმარებით. როდესაც მისი მეთოდები არ შველის, იგი სთავაზობს მეუღლეებს: გაემგზავრონ შვებულებაში ლამაზ განმარტოებულ ადგილას და ამით პირდება თითქმის სრულყოფილ შედეგს.
კოსტუმერი / Kostumeri / The Dresser
- ქართ.
- 469
- 0
ფილმი მოგვითხრობს წარმატებულ თეატრის მსახიობსა და მის პირად ასისტენტზე.
სიტყვების ბაღი / Sityvebis Bagi / The Garden of Words
- ქართ.
- 664
- 0
ტაკაო ვარჯიშობს რათა შოუმენი გახდეს, აცდენს სკოლას და ერთხელაც შეხვდება იდუმალ გოგონას, რომელიც ბევრ საიდუმლოს ასწავლის.
6 დღე / 6 Dge / 6 Days
- ქართ.
- 659
- 0
1980 წელს ლონდონში გავრცელდა ინფორმაცია ირანის საელჩოზე ტერორისტული აქტის შესახებ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დაჯგუფება შენობაში შევარდა და ყველა თანამშრომელი მძევლად აიყვანა. ტერორისტებთან მოლაპარაკება უშედეგო აღმოჩნდა მთავრობა შენობის შტურმით აღებას აპირებდა მიუხედავად შესაძლო მსხვერპლისა...
ბედნიერი დასასრული / Bednieri Dasasruli / Happy End
- ქართ.
- 587
- 0
სიუჟეტის ეპიცენტრში დიდი ოჯახია, რომლის შეძლებულ წევრებსაც არასოდეს არ აინტერესებთ მათ გარშემო მცხოვრები ადამიანები. მათი სახლიდან მხოლოდ რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით მიგრანტები ცხოვრობენ. ყოველ დღე მათ უმრავლესობას გადაულახავ სირთულეებთან უწევს შეხვედრა. უკიდურესი სიდუხჭირე, უმუშევრობა, ცუდი საცხოვრებელი პირობები, უფლებების არქონა მოქალაქეობის უქონლობის გამო - ეს მათი პრობლემების მხოლოდ მცირე ნაწილია. და ეს ორი სამყარო გვერდი-გვერდ ცხოვრობს. და მხოლოდ რამოდენიმე მდიდარ ადამიანს ადარდებს მიგრანტების ბედი, დანარჩენები კი ისე ცხოვრობენ, თითქოს ისინი არც არსებობენ.
გაყინული შადრევნების წელიწადი / Gaynuli shadrevnebis Weliwadi / The Summer of Frozen Fountains
- ქართ.
- 1 530
- 0
ფილმის მთავარი გმირები არიან სხვადასხვა ასაკის რამდენიმე წყვილი და მარტოხელა ადამიანი. ყოველი მათგანი ეძებს სიყვარულს, რომელიც ასე აკლიათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ისინი ცხოვრობენ თბილისში; ქალაქში, სადაც მათი ცხოვრება მჭიდროდაა გადაჯაჭვული ერთმანეთთან, მაგრამ ხანდახან მათ არც კი იციან ამის შესახებ. სხვადასხვა დროს, ყოველ მათგანს აგონდება განუმეორებელი მოვლენა, როდესაც ზამთრის ერთ ღამეს ქალაქის ყველა შადრევანი ერთდროულად გაიყინა. ეს ლამაზი სანახაობა დიდი ხნით ჩაიბეჭდა ქალაქის მაცხოვრებლების მეხსიერებაში.
დრო / Dro / In Time
- ქართ.
- 651
- 0
არც ისე შორეულ მომავალში დრო გახდა ყველაზე მყარი ვალუტა, ადამიანები გენეტიკურად დაპროგრამებულები არიან და 25 წლის მერე აღარ ბერდებიან. სამაგიეროდ დანარჩენი სიცოცხლე უკვე ფული ღირს. ამიტომ მდიდრები პრაკტიკულად უკვდავები ხდებიან, ხოლო ღარიბები როგორც ყოველთვის დაჩაგრულები არიან, ისინი უშედეგოდ იბრძვიან სიცოცხლისთვის. უილი არის მეამბოხე გეტოდან, მას უსამართლოდ ადანაშაულებენ მკვლელობაში, რომელიც ვითომ ჩაიდინა დროის მოპარვის მიზნით. უილი იძულებულია აიყვანოს მძევალი და გაიქცეს.
სულელი, უაზრო, სიყვარული / Suleli, Uazro, Siyvaruli / Crazy, Stupid, Love
- ქართ.
- 705
- 0
ორმოცს გადაცილებულ კალ ვივერს (სტივ ქერელი) მისი ოცნების სამსახური, ლამაზი სახლი და მშვენიერი შვილები ჰყავს, ცოლი კი ჯერ კიდევ კოლეჯის ასაკიდან შეუყვარდა. მაგრამ კალი იგებს რომ ემილიმ, მისმა ცოლმა (ჯულიანა მური) უღალატა და ამიტომ განქორწინება სურს, მისი "იდეალური" ცხოვრება კი ნელნელა ინგრევა.
გადარჩენილი / Gadarchenili / The Survivalist
- ქართ.
- 609
- 0
შიმშილობის დროს, "გადარჩენილი" ცხოვრობს პატარა მიწის ნაკვეთზე, რომელიც ღრმადაა დამალული ტყეში. როცა ორი ქალი ეძებს საჭმელს და თავშესაფარს აღმოაჩენენ კაცის ფერმას. კაცი ხვდება, რომ მისი არსებობა დასასრულის პირასაა...
დღის ბოლომდე / Dgis Bolomde / TILL THE END OF THE DAY
- ქართ.
- 1 104
- 0
ორი და ბაბუასთან სახლში ამანათის გადასაცემად მიდის. კარი ღია ხვდებათ, ბაბუა კი სახლში არ არის. ასეთი რამ ადრეც მომხდარა, მაშინ ბაბუას სახლის გზა დაავიწყდა. დები ცდილობენ გამოსავალი იპოვონ. მოქმედება 24 საათში ვითარდება და ამ დროის განმავლობაში ბავშვობის სახლი აღვიძებს მოგონებებსა და ფიქრებს, რომლებიც თითქოს აღარც არსებობდნენ.
შეუძლებელი არაფერია / Sheudzlebeli Araferia / NOTHING IS IMPOSSIBLE
- ქართ.
- 995
- 0
ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე და მოგვითხრობს გოგოს და ბიჭის სასიყვარულო ურთიერთობაზე. ბიჭი ზის ეტლში და ამის გამო გოგოს მშობლები უკრძალავენ ბიჭთან ურთიერთობას.
სიმართლის სიმფონია / Simartlis Simponia / SYMPHONY OF THE TRUTH
- ქართ.
- 1 157
- 0
გიორგი ქადაგიძის მოკლემეტრაჟიანი მხატრული ფილმის ცენტრში ახალგაზრდა გოგოა. ის ცდილობს, საკუთარი თავი აღმოაჩინოს სიკეთის, სიყვარულისა და იმედისთვის ბრძოლაში. კინოსურათის მთავარი გმირი სრულიად მარტოა სიკეთის სადარაჯოზე და უმძიმეს განაჩენს იღებს. მისი ერთადერთი სიყვარული განვლილი გზის გაგრძელებას სიკეთის დახმარებით ახერხებს. ეს არის ბოროტების სულიერი კათარზისი და აღიარებისა და შენდობის გზა.
ბიჭი, რომელსაც მეფობა შეეძლო / Bichi, Romelmac Mefoba Shedzlo / THE KID WHO WOULD BE KING
- ქართ.
- 707
- 0
ძველებური მაგია და თანამედროვე სამყარო ერთმანეთს შეხვდება, როდესაც ახალგაზრდა ალექსი მითიურ ხმალს „ექსკალიბურს“ გადააწყდება. მალე იგი თავის მტერსა თუ მეგობარს გააერთიანებს, რომლებიც რაინდები გახდებიან. მათ ლეგენდარულ ჯადოქარ მერლინთან ერთად უნდა გადაარჩინონ კაცობრიობა ბოროტი გრძნეულის, მორგანასა და მისი ზებუნებრივი მებრძოლებისგან.
წითელქუდა / WITELQUDA / LITTLE RED RIDING HOOD
- ქართ.
- 1 373
- 0
სკრუჯი / SKRUJI / SCROOGE
- ქართ.
- 1 128
- 0
სკრუჯი ხარბი მოხუცია, რომლის საზრუნავი და ერთადერთი საფიქრალი მისი უთვალავი ქონებაა. თუმცა, ცხოვრებაში დგება მომენტი როდესაც ყველაფერი იცვლება... თქვენ რას იტყვით, მოჩვენებების გჯერათ? ჩარლზ დიკენსის მოთხრობის მიხედვით.
ანანასის ექსპრესი / Ananasis Eqspresi / PINEAPPLE EXPRESS
- ქართ.
- 684
- 0
მოსაწევის მოყვარული შემთხვევით პოლიციელის მიერ ჩადენილ მკვლელობას შეესწრო და ახლა იგი მის მომმარაგებელთან ერთად პოლიციას გაურბის.
პელიკანის საქმე / Pelikanis Saqme / THE PELICAN BRIEF
- ქართ.
- 707
- 0
იურუდიული ფაკულტეტის სტუდენტი-დარბი შოუ, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს წევრების მკვლელობის შესახებ იგებს და იწყებს გამოძიებას, იმისთვის რომ გამოავლინოს ვინ არის ჩარეული აღნიშნულ დანაშაულში. დარბის შეყვარებული, რომელიც ამავდროულად მისი ლექტორიცაა, გოგონას მიერ მოგროვებულ მასალას თავის მეგობარს - FBI-ის კონსულტანს აძლევს. ამის შემდეგ ლექტორ-საყვარელს თავის მანქანაში აფეთქებენ, დარბიზე კი ნამდვილი ნადირობია იწყება.
პერიეს გულუხვობა / Peries Guluxvoba / PERRIER'S BOUNTY
- ქართ.
- 681
- 0
ფილმის მოქმედება სამი ლტოლვილის გარშემო ვითარდება, რომლებიც განგსტერ პერიეს გაურბიან. პერიე კი თავგამოდებით ცდილობს ავტორიტეტი და ფული შეინარჩუნოს ერთგული მეწყვილეს შემთხვევითი მკვლელობის შემდეგ.
არასწორი მოსახევი / Araswori Mosaxvevi / Wrong Turn
- ქართ.
- 1 083
- 0
მეგობრები, რომლებიც ლაშქრობაში აპალაჩების ბილიკს მიუყვებიან, ასობით წლის განმავლობაში მთებში მაცხოვრებელ თემს სახელად „The Foundation“, ანუ „საფუძველს“ დაუპირისპირდებიან.
უფასო თამაში / Ufaso Tamashi / Free to Play
- ქართ.
- 800
- 0
ფილმში მოთხრობილია სამი ცნობილი კიბერსპორცმენის ისტორია, ადამიანები რომლებმაც საკუთარი ოსტატობით მსოფლიო პოპულარობა მოიპოვეს.
როგორ გახდე ლათინელი საყვარელი / Rogor Gaxde Latineli Sayvareli / How to Be a Latin Lover
- ქართ.
- 827
- 0
ჯერ კიდევ ბავშვობაში მაქსიმომ გადაწყვიტა რომ არ იმუშავებდა. ათ წელში მან ჩანაფიქრი აისრულა. ცოლად მოიყვანა მილიონერი რომელთან ერთადაც 25 წელი იცხოვრა. მაგრამ მოულოდნელად მილიონერი ქალბატონი ქმრის შეცვლას გადაწყვეტს, მაქსიმოს კი გარეთ გამოაგდებს. იგი დასთან გადავა საცხოვრებლად და ახალ მილიონერზე ნადირობას დაიწყებს.
ჰოსტელი: მე-3 ნაწილი / Hosteli: me-3 natsili / Hostel: Part III
- ქართ.
- 791
- 0
ამჯერად ფილმში გადმოცემული მოვლენები სლოვაკეთის ნაცვლად ვითარდება ლას-ვეგასში, სადაც მარტოხელების წვეულება გეგმის შესაბამისად არ ვითარდება - ჩვენ გველოდება მორიგი სისხლიანი სასაფლაო.
მონსტრების კარნავალი / Monstrebis Karnavali / All the Creatures Were Stirring
- ქართ.
- 774
- 0
წყვილის ერთი უხერხული პაემანი შობის წინა საღამოს თეატრალურ წარმოდგენაზე დასწრებით დასრულდება. თეატრში უცნაურ და საშიშ საშობაო ისტორიებს წარმოადგენენ, რომლის მონაწილენიც ყველანაირად ცდილობენ დღესასწაულზე დატრიალებული საშინელებები აიროდონ. ამ დღესასწაულებზე ბევრი რამის უნდა გეშინოდეს - მოსაწყენი წვეულებებიდან დაწყებული და შურისმაძიებელი მდევრებისა თუ უკვდავი დემონებით დამთავრებული.
მოკვეთილი / Mokvetili
- ქართ.
- 1 086
- 0
ფშაველი ჩონთა თანასოფლელ ბახას საცოლეს წაართმევს. ბახა შერცხვენას ვერ მოინელებს და შურის საძიებლად დახმარებას ქისტებს სთხოვს. ურჯულოებთან კავშირისა და მოძმეთა ღალატისთვის თემი ბახას მოკვეთას გადაწყვეტს. ბახას დაცვას ჩონთა შეეცდება – ხევისბერს მისთვის შენდობას გამოსთხოვს, მაგრამ ბახა ქომაგობას იუკადრისებს, მეტოქეს მოკლავს და ქისტეთში გადაიხვეწება. სათარეშოდ გადმოსულ ფშაველებს თავს ქისტები დაესხმებიან.