იავნანამ რა ჰქმნა / iavnana
- ქართ.
- 3 654
- 0
ლეკებმა ქართველი თავადის ოჯახს ერთადერთი შვილი, პატარა ქეთო მოსტაცეს. მშობლებმა დაკარგულ ქალიშვილს წლების შემდეგ მიაგნეს, დაიბრუნეს, მაგრამ გაუცხოებულ ქეთოს წარსული ვეღარ გაახსენეს. მხოლოდ დედის ნამღერმა იავნანამ აპოვნინა მას კვლავ მშობლიური ენა, დედ-მამა და საკუთარი თავი.
ეგზოტიკური სასტუმრო მერიგოლდი 2 / The Second Best Exotic Marigold Hotel
- ქართ.
- 357
- 0
საუკეთესო ეგზოტიკურ -მერიგოლდის- სასტუმროს მხოლოდ ერთი ვაკანსია დარჩა. ეს სასტუმრო არ იქნებოდა ეგზოტიკური, რომ არ ჩაესახლებინათ ერთ ნომერში ორი უცნობი ადამიანი
მონანიება / monanieba / Repentance
- ქართ.
- 1 902
- 0
საბჭოთა ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელე ვარლამ არავიძე რეპრესიების წნეხქვეშ ამყოფებს და სასიკვდილოდ წირავს უდანაშაულო თანამოქალაქეებს. წლების შემდეგ მის მიერ განადგურებული ოჯახის შვილი, ქეთევან ბარათელი ვარლამს საფლავიდან ამოთხრის და მომხდარით შეძრწუნებულ საზოგადოებას არავიძის ბნელი საქმეების შესახებ უამბობს. წინაპრის მიერ განვლილი, ცოდვებით დამძიმებული გზის გააზრება არავიძის შვილიშვილს, თორნიკეს მამასთან მწვავე კონფლიქტამდე მიიყვანს.
სიმართლის სიმფონია / Simartlis Simponia / SYMPHONY OF THE TRUTH
- ქართ.
- 1 157
- 0
გიორგი ქადაგიძის მოკლემეტრაჟიანი მხატრული ფილმის ცენტრში ახალგაზრდა გოგოა. ის ცდილობს, საკუთარი თავი აღმოაჩინოს სიკეთის, სიყვარულისა და იმედისთვის ბრძოლაში. კინოსურათის მთავარი გმირი სრულიად მარტოა სიკეთის სადარაჯოზე და უმძიმეს განაჩენს იღებს. მისი ერთადერთი სიყვარული განვლილი გზის გაგრძელებას სიკეთის დახმარებით ახერხებს. ეს არის ბოროტების სულიერი კათარზისი და აღიარებისა და შენდობის გზა.
მოკვეთილი / Mokvetili
- ქართ.
- 1 086
- 0
ფშაველი ჩონთა თანასოფლელ ბახას საცოლეს წაართმევს. ბახა შერცხვენას ვერ მოინელებს და შურის საძიებლად დახმარებას ქისტებს სთხოვს. ურჯულოებთან კავშირისა და მოძმეთა ღალატისთვის თემი ბახას მოკვეთას გადაწყვეტს. ბახას დაცვას ჩონთა შეეცდება – ხევისბერს მისთვის შენდობას გამოსთხოვს, მაგრამ ბახა ქომაგობას იუკადრისებს, მეტოქეს მოკლავს და ქისტეთში გადაიხვეწება. სათარეშოდ გადმოსულ ფშაველებს თავს ქისტები დაესხმებიან.
ცოდვის შვილები / codvis shvilebi
- ქართ.
- 1 531
- 0
ხევსურმა მგელიკამ ქისტი შეიპყრო და გამოსასყიდის მოლოდინში მტერი ერდოზე დააბა ძაღლივით. ჩამოთოვა. ქისტის გამოსახსნელად არავინ ჩანდა. მგელიკას ზედმეტი მჭამელის შენახვა გაუჭირდა, არაქრისტიანული საქციელისთვის ცოლ-შვილი და სოფელიც მოიმდურა. ვითომ შემთხვევით ქისტს გასაღები მიუგდო, მაგრამ ტყვემ უღირსად გაპარვა არ იკადრა და სიცივეში ამოხდა სული. მგელიკამ გარდაცვლილის ქრისტიანულ სასაფლაოზე დაკრძალვა გადაწყვიტა.
ღრუბლები - Clouds
- ქართ.
- 2 779
- 0
ახალგაზრდა სტუდენტი, რომელსაც აქვს ფინანსური პრობლემები, დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე, რაც არღვევს მის მდგომარეობას