პიეტა / Pieta
- ქართ.
- 274
- 0
მოძალადეს ცხოვრების სტილის შეცვლა უწევს მას მერე რაც იდუმალი ქალი ჩნდება მის ცხოვრებაში, რომელიც თავს მის დიდი ხნის წინ დაკარგულ დედად გააცნობს.
თაგვი / Mouse
- ქართ.
- 1 004
- 0
დამწყები პოლიციელი და დეტექტივი ფსიქოპატ სერიულ მკვლელს ეძებენ, მასთან შეხვედრის შემდეგ კი მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება.
ზეციური სასახლე
- ქართ.
- 642
- 0
ისტორია ოთხი ქალის შესახებ, რომლებიც მდიდრულ სამეზობლო "ზეციურ სასახლეში" ცხოვრობენ. ისინი ცდილობენ რომ ქმრები უფრო წარმატებულები გახადონ, ხოლო შვილები კი პრინცებივით და პრინცესებისავით აღზარდონ. ერთ დღეს, ერთ-ერთი ოჯახის დიასახლისი იკლავს თავს მას შემდეგ, რაც მისი ვაჟი სეულის ნაციონალურ უნივერსიტეტში ირიცხება სამეიდიცინო ფაკულტეტზე. ქალის დარჩენილი ოჯახი სამეზობლოდან მალე გადადის, რასაც ახალი ოჯახის გადმოსვლა მოჰყვება. მთელი სამეზობლო შეურაცხყოფილია, რადგან ახალი ოჯახი სტატუსით მათზე დაბლა დგას.
შენ მაცეკვებ
- ქართ.
- 480
- 0
სონ შიონი სტუდენტია და ცეკვის ფაკულტეტზე სწავლობს. გარკვეული ვითარების გამო ჰონსოკთან ერთად იწყებს ცხოვრებას. ჰონსოკი ვალების შემგროვებლად მუშაობს. ის ცივი, მაგრამ ყურადღებიანი ადამიანია. მისი ოცნება პიანისტობა იყო, თუმცა იძულებული გახდა ოცნებაზე უარი ეთქვა. ამ ორ ადამიანს შორის გარკვეული კავშირი მყარდება. გადალახავენ თუ არა ისინი დაბრკოლებებს და შეძლებენ თუ არა ბედნიერების პოვნას?
ყველაფერი კარგადაა, ეს სიყვარულია
- ქართ.
- 883
- 0
„ყველაფერი კარგადაა, ეს სიყვარულია“ არის მენტალურად ავადმყოფი ადამიანების ისტორია, რომლებმაც ისწავლეს საკუთარი თავის მიღება სხვისი დახმარებით. დრამა გვიჩვენებს, რომ გვერდით უნდა დავუდგეთ საზოგადოებისგან გარიყულ ადამიანებს. რადგან ისინიც ადამიანები არიან... არასრულყოფილები, დაბნეულები... მაგრამ ისინიც იმსახურებენ თანაბარ სიყვარულს და პატივისცემას. შემდგარი, მომხიბვლელი და დამაფიქრებელი სიუჟეტის გარდა, ამ დრამაში მსახიობების წარმოუდგენელ პერფორმანსებს იხილავთ, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებთ.
სასიყვარულო სიგნალი
- ქართ.
- 1 291
- 0
Love Alarm ერთგვარი აპლიკაციაა, რომელიც ათი მეტრის რადიუსში გატყობინებს თუ შენზე ვინმე შეყვარებულია. ყველა ამაზე ლაპარაკობს და თავისი სიყვარულისა და პოპულარობის დასადგენად იყენებს, თუმცა ჟოჟოს ჯერ კიდევ არ აქვს აპლიკაცია ჩამოტვირთული. იგი სასიყვარული სამკუთხედში აღმოჩნდება: თვითონ, სუნ-ო, რომელის მიმართაც გარკვეული გრძნობა ჩამოუყალიბდა და ჰაი-იანგი, რომელიც მასზე გაგიჟებით შეყვარებულია.
გთხოვ, არ წაისვა ეგ ტუჩსაცხი
- ქართ.
- 740
- 0
იუნ სონა კოსმეტიკური ბრენდის მარკეტერია. მას უყვარს თავისი სამსახური და ოცნებობს მკმავალში საკუთარი ბრენდი შექმნას. ჩე ჰიონსუნი კი სონას აღსაზრდელია და მასთან ერთად მუშაობს ამავე ბრენდის მარკეტერად. ჰიონსუნს შეუყვარდება სონა და ყველანაირად ცდილობს მასთან რომანტიკული ურთიერთობა დაამყაროს, თუმცა მისგან საპასუხო გრძნობებს ვერ ღებულობს. საქმე იმაშია, რომ სონასთვის მასზე უმცროსი მამაკაცები პარტნიორებად არ განიხილებიან.
უცნობები ჯოჯოხეთიდან
- ქართ.
- 2 730
- 0
იუნ ჯონ-ვუ 27 წლის არის. ის მთელი ცხოვრების განმავლობაში პატარა ქალაქში ცხოვრობდა, მაგრამ სამსახურს იწყებს სეულში, პატარა ოფისში. საცხოვრებლად გადადის სეულში და რჩება იაფფასიან ბინაში, სადაც სამზარეულოსა და აბაზანას სხვა მაცხოვრებლებთან იზიარებს. მას არ მოსწონს ბინაში დარჩენა და არც სხვა მაცხოვრებლები, რომლებიც უცნაურად და საეჭვოდ გამოიყურებიან.
მოგესალმებით ვაიკიკიში 2
- ქართ.
- 1 286
- 0
ეს დრამა მოგვითხრობს ახალგაზრდების მეგობრობის, სიყვარულის და ოცნებების შესახებ. ლი ჯუნკი ცნობილი მსახიობია და ფლობს სასტუმრო ვაიკიკის, რომელიც გაკოტრების პირასაა. ჯუნკი სასტუმროს ასაღორძინებლად დახმარებას სთხოვს მეგობრებს - ჩა უშიკს და კუკ კიბონს. უშიკი მომღერლობაზე ოცნებობს, კიბონი კი ნიჭიერი ბეისბოლისტია, რომელიცმხოლოდ მცირე ლიგებში თამაშობს. ჯუნკის ხათრით ორივე ჩადებს ფულს სასტუმროში. როგორ განვითარდება მოვლენები, როცა სასტუმროში 3 გოგონა დასახლდება?
იყავი პოზიტიური
- ქართ.
- 218
- 0
ჰვან დონი კინემატოგრაფიის ფაკულტეტზე სწავლობს, სადიპლომო პროექტისთვის კი ფილმის გადაღება სჭირდება, რომლის რეჟისორიც თავად იქნება. მონდომების მიუხედავად, ეს არც ისე მარტივია მისთვის, ამიტომაც დახმარებას თავის ყოფილ შეყვარებულს სთხოვს. მას მთავარი როლის შესრულებას სთავაზობს. ნაჩვენებია ძველი ურთიერთობის კვალი, ცხოვრების რთული პერიოდი და მიზნები, რომლებიც გვამოძრავებს. სერიალი თანაბრად მხიარული და დამაფიქრებელია.
რ.ა.ტ.ო.მ.
- ქართ.
- 447
- 0
იონ ვუ და ჯი ჰიუნი პირველად 17 წლის ასაკში შეხვდნენ. 4 წლის მეგობრობის შემდეგ, ბიჭმა გოგონა პაემანზე დაპატიჟა. ურთიერთობის მე-100 დღეს, ყველაფერი კარგად იყო, ერთმანეთს კიდევ უფრო მეტ სიყვარულს შეჰპირდნენ, საჩუქრებიც გადასცეს, მაგრამ საღამოს, გოგონა ახსნა-განმარტების გარეშე მიატოვებს. იონ ვუ ძალიან განაწყენებულია, რადგან ჯერ კიდევ არ იცის განშორების მიზეზი. ამიტომ ყურადღების გადასატანად მეგობრები სამოგზაუროდ კუნძულ ჯეჯუზე წაიყვანენ...
სიყვარული დიდ ქალაქში
- ქართ.
- 910
- 0
პაკ ჯევონი არქიტექტორია და გულახდილი პიროვნებაა. მას ქალაქის პატარა ქუჩები და განსხვავებული ნივთების შეგროვება მოსწონს. ჯევონი არ ივიწყებს იმ ქალს, რომელმაც მისი გული მოიპარა და გაუჩინარდა. ლი უნო მოვაჭრეა და პლატონური ადამიანია, ის გადაწყვეტს რომ დაგეგმვის გარეშე წავიდეს სამოგზაუროდ. მოგზაურობის დროს, ის პაკ ჯევონს ხვდება. იგი მამაკაცს განსხვავებული სახელით და სხვა ადამიანად ეცნობა - ადამიანად, რომელიც სრულად განსხვავდება მისი რეალური ვერსიისგან. ქალს ჯევონი ნელ-ნელა უყვარდება.
ის ვინც მიყვარს
- ქართ.
- 420
- 0
მისაკი საკურაი დიდი ხანია პაემანზე არ ყოფილა. გოგონა კონდიტერად მუშაობს და მთელ თავისუფალ დროს საკუთარი ქმნილებების დახვეწას უთმობს. მას სამსახურიდან გამოუშვებენ და სწორედ ამ დროს შეხვდება მის პირველ სიყვარულს - ტიაკი სიბასაკის. იგი მას საკუთარ რესტორანში მუშაობას შესთავაზებს. როდესაც მისაკი მუშაობას დაიწყებს გიაგებს, რომ იქვე ცხოვრობს კიდევ ორი ბიჭი, ტიაკის ორი უმცროსი ძმა
ვინ ხარ : სკოლა 2015
- ქართ.
- 1 382
- 0
რა ხდება სინამდვილეში, სეულის კანამის რაიონში არსებულ ყველაზე ელიტური სკოლის კედლებს შიგნით? ინბიოლი ძალიან პოპულარულია თავის სკოლაში. ერთხელ, ის მოულოდნელად გაუჩინარდება, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ, ასევე მოულოდნელად გამოჩნდება. პრობლემა იმაშია, რომ მას საერთოდ არ ახსოვს არაფერი, ამიტომ ცდილობს გაერკვეს, რა მოხდა სინამდვილეში
მეკობრეები: უკანასკნელი სამეფო საგანძური
- ქართ.
- 848
- 0
გიჟური ისტორია მეკობრეებზე, რომლებიც თავგამოდებით იბრძვიან, კორეული დინასტიის, გორიოს სამეფო ოჯახის უკანასკნელი საგანძურის მოპოვებისთვის. მთელი თავგადასავალი მაშინ იწყება, როცა ბანდიტთა ლიდერი მუჩი და გემის კაპიტანი ჰე რანი ერთმანეთს შეხვდებიან.
ალუბლის გემო / Taste of cherry
- ქართ.
- 639
- 0
პირველი ირანული ფილმი, რომელმაც ოქროს პალმის რტო მოიპოვა. ერთი ადამიანის უიმედო სასოწარკვეთის ეს ამბავი ისლამური ტაბუს, ინდივიდუალური გადაწყვეტების, ცხოვრებისა ან იქნებ საერთოდაც არ არსებობის შესახებ მოთხრობილი, მრავალი არქეტიპის შემცველი იგავია, მაყურებელს წარბშეუხრელად რომ იქცევს თავის წიაღში.
შეყვარებული ხარ?
- ქართ.
- 400
- 0
სო ჯუნს საკმაოდ საცოდავი ცხოვრება ჰქონდა. უბედური შემთხვევის გამო, დედამისი ავად არის და როგორც ჩანს, რასაც ხელს კიდებს, მარცხით სრულდება. იგი კაფეში მუშაობს, რომელსაც გაბედული - მაგრამ სკეპტიკურად განწყობილი სუნ ჯე მართავს. ქარიშხლიან ღამეს, კაფეს იდუმალი ქალი ეწვევა და სო ჯუნს წიგნს ათხოვებს, სახელად "შეყვარებული ხარ". აღმოჩნდება, რომ ეს გამორჩეული - და თუნდაც ჯადოსნური - წიგნია! ერთ დღეს ის წიგნს მის სასიყვარულო ცხოვრებაზე უსვამს კითხვას - და იღებს „პასუხს“, რომელიც სასწაულებრივად ცვლის მის ცხოვრებას. შეუძლია თუ არა სო ჯუნს გამოიყენოს წიგნის ძალა ნამდვილი სიყვარულის საპოვნელად?
შესრულებადი მისია
- ქართ.
- 521
- 0
ჩინელი საიდუმლო აგენტი მიიღებს შეტყობინებას იმის შესახებ, რომ დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი კონტრაბანდული გზით შედის კორეაში და მას ამ საქმის გამოსაძიებლად აგზავნიან. იგი ხვდება სუ-ჰანს, რომელიც წესით უნდა დახმარებოდა ამ საქმეში, თუმცა მისი უნიათობის წყალობით, უბრალო წვრილმანებზე უწევთ ჩხუბი. მაგრამ როდესაც მათ მოწმეებს მოულოდნელად მოკლავენ, ორივე უმალ მთავარი ეჭვმიტანილი გახდება.
კულისებს მიღმა: TXT & EN - დოკუმენტური
- ქართ.
- 332
- 0
კულისებს მიღმა: TXT & EN - დოკუმენტური
ისევ ჩვიდმეტის / Thirty But Seventeen
- ქართ.
- 694
- 0
გონ ვუჯინი 30 წლის მარტოხელა კაცია რომელიც სეტის დიზაინერად მუშაობს. 13 წლის წინ გამოცდილი ტრამვის გამო, სხვებთან ურთიერთობა არ უნდა. როცა ვუ სორი 17 წლის იყო, იგი კომაში ჩავარდა. 13 წლის შემდეგ, იგი კომიდან იღვიძებს, მაგრამ ახლა ის 30 წლისაა. ერთად, ისინი ყველა შესაძლებლობას იყენებენ რომ გააღონ ბედნიერების კარი რომელიც ეგონათ რომ მათთვის დაიხურა.
ჯენის. / To. Jenny
- ქართ.
- 349
- 0
ჯონ-მინი ტიპური მუსიკის ნერდია, გიტარა რომ მისცე ნებისმიერ რამეს დაუკრავს, რასაც თხოვ. ის სიმღერების მწერალია, რომელსაც უნდა რომ ცნობილი მუსიკოსი გახდეს, მაგრამ წლების წინ თავის პირველ სიყვარულთან თავი შეირცხვინა, რის გამოც სცენის შიში გაუჩნდა.ნა რა ჯონ-მინის პირველი სიყვარული და წარუმატებელი გოგოების ჯგუფის წევრია, თინეიჯერობაში თავისი გარეგნობის გამო პოპულარული იყო, ახლა კი უნდა, რომ გაუჩინარდეს. მაგრამ ჯონგ მინისთვის ნა-რას ყურებაც კი საკმარისია, რომ გული შეუჩერდეს. ისინი ერთმანეთს შემთხვევით ისევ ხვდებიან, ბედისწერის საშუალებით ჯონ-მინი გოგონას გიტარის მასწავლებელი ხდება. როგორ წარიმართება მათი სასიყვარულო ისტორია?
კი თუ არა? / Yes or No?
- ქართ.
- 533
- 0
გოგონა,რომელიც აზრებს კითხულობს, ყოველთვის აუთსაიდერი იყო სხვების აზრების გამო. მოულოდნელად ის ხვდება უფროსკურსელს, და მისდა გასაკვირად, ბიჭის აზრებს ვერ კითხულობს. ისინი დროის ერთად გატარებას იწყებენ, და ერთმანეთი უყვადებათ.
რადგან პირველად ვცოცხლობ
- ქართ.
- 839
- 0
ნამ სეჰი 30 წელს გადაცილებული მარტოხელა კაცია. მას აქვს სტაბილური სამუშაო, ჰყავს კატა, იპოთეკით სახლი აქვს ნაყიდი, და რაც მთავარია - ქორწინებისა და სიყვარულის არ სჯერა. იუნ ჯიჰო ასევე მარტოხელა ქალია, ოჯახის უძრავი ქონება მის ძმას ხვდა წილად და ჯიჰო უსახლკაროდ დარჩა. იუნ ჯიჰო ნამ სეჰის ბინაში ოთახს ქირაობს, ორივესთვის სასარგებლო შეთანხმების მიღწევისას კი გადაწყვეტენ ერთმანეთზე დაქორწინდნენ - ქორწინების განმავლობაში სეჰი ქირის ფასს 50 დოლარს დააკლებს, ჯიჰო კი პასუხისმგებელი იქნება სახლის დალაგებასა და ნარჩენების დახარისხებაზე.
ახალბედა პოლიციელები
- ქართ.
- 559
- 0
დისნეის ახალი სერიალი მოგვითხრობს წარჩინებული სტუდენტის ვი სონჰიონის ისტორიას, რომელიც პოლიციის აკადემიაში იმ იმედით ირიცხება, რომ მამის კვალს გაჰყვება. ამის შემდეგ, ის პრობლემურ გოგონას, გო იუნგანს ხელმეორედ ხვდება და მოგვიანებით, მისი ამბიციების შესახებ გაიგებს.
უფროსებს არ ესმით / Young Adult Matters
- ქართ.
- 1 354
- 0
სე ჯინი ახალგაზრდა გოგონაა ფსიქოლოგიური პრობლემებით, იგი მისი თანატოლისგან დაორსულდება და გადაწყვეტს რომ ბავშვი მოიშოროს. თუმცა ეს მარტივი რამ არ აღმოჩნდება. ფილმში გადმოცემულია ადამიანთა სხვადასხვა სახე და დამოკიდებულება მარტოხელა ბავშვის მიმართ რომელიც ორსულადაა. მანკიერი საზოგადოება და ბავშვები რომლებსაც ეს საზოგადოება ქმნიან.
სამხედრო ბრალმდებელი დო ბემანი
- ქართ.
- 1 451
- 0
მეტი ფულისთვის და წარმატებისთვის დო ბემანი სამხედრო ბრალმდებელი გახდა. ჩა უინი ბემანის ჯგუფში ახლახან გაწევრიანდა, რომელსაც შურისძიება სწადია. ბემანი და უინი ერთად მუშაობას იწყებენ და ჯარში სიბოროტეს ახშობენ. ისინი ერთმანეთს ეხმარებიან და ნამდვილი სამხედრო ბრალმდებლები ხდებიან.