სუპერ სიძე
- ქართ.
- 1 030
- 1
სიუზანი და მისი მეუღლე სტეფანი ყოველთვის ვაჟიშვილზე ოცნებობდნენ, მაგრამ მათ გოგონა გუჩნდებათ. მშობლები გადაწყვეტენ ბუნებას მეორე შანსი მისცენ, მაგრამ ამჯერადაც გოგონა დაიბადება. ამის შემდეგ სტეფანი და სიუზანი კიდევ ერთხელ ცდიან ბედს, მაგრამ კვლავ ბუნებასთან მარცხდებიან
ჰელოუინი კლავს
- ქართ.
- 360
- 0
რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც ლორი სტროდმა, მისმა ქალიშვილმა კარენმა და შვილიშვილმა ალისონმა დატოვეს ნიღბიანი მონსტრი მაიკლ მაიერსი ლორის სარდაფში, გალიაში და დაწვეს, ლორი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით და თვლიან, რომ მან საბოლოოდ მოკლეს მათი მტანჯველი. მაგრამ როდესაც მაიკლი ახერხებს გათავისუფლდეს ლორის ხაფანგისგან, მისი რიტუალური სისხლის აბაზანა განახლდება.
ოქროს თევზი
- ქართ.
- 627
- 0
სერიოზული ავარიის შემდეგ ბანკირი ოლივერის ცხოვრება თავდაყირა დადგა. მისი მანქანა ღობეს ეჯახება და ოლივერი პარალიზებული გახდება. რეაბილიტაციის შემდეგ ის საცხოვრებლად გადადის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომუნალურ ბინაში
ქურდი ლორდი
- ქართ.
- 408
- 0
დედის გარდაცვალების შემდეგ, ორი ძმა ბოუ და პოპი გაურბიან თავიანთ ბოროტ დეიდას, რომელსაც მათი განცალკევება სურს, ვენეციაში, ქალაქში, რომელიც მათ გარდაცვლილ დედას ძალიან უყვარდა
ასია / Asia
- ქართ.
- 264
- 0
ასიას დედობა რთულია რადგან ის ძალიან ადრეულ ასაკში დაფეხმძიმდა და მოზარდობის პერიოდს თავის ქალიშვილ ვიკასთან ერთად გადის. მათი რუტინა დაინგრევა როცა ვიკას ჯანმრთელობა ძალიან სწრაგად გაუარესდება
მეკობრეები: უკანასკნელი სამეფო საგანძური
- ქართ.
- 846
- 0
გიჟური ისტორია მეკობრეებზე, რომლებიც თავგამოდებით იბრძვიან, კორეული დინასტიის, გორიოს სამეფო ოჯახის უკანასკნელი საგანძურის მოპოვებისთვის. მთელი თავგადასავალი მაშინ იწყება, როცა ბანდიტთა ლიდერი მუჩი და გემის კაპიტანი ჰე რანი ერთმანეთს შეხვდებიან.
ალუბლის გემო / Taste of cherry
- ქართ.
- 609
- 0
პირველი ირანული ფილმი, რომელმაც ოქროს პალმის რტო მოიპოვა. ერთი ადამიანის უიმედო სასოწარკვეთის ეს ამბავი ისლამური ტაბუს, ინდივიდუალური გადაწყვეტების, ცხოვრებისა ან იქნებ საერთოდაც არ არსებობის შესახებ მოთხრობილი, მრავალი არქეტიპის შემცველი იგავია, მაყურებელს წარბშეუხრელად რომ იქცევს თავის წიაღში.
შეყვარებული ხარ?
- ქართ.
- 400
- 0
სო ჯუნს საკმაოდ საცოდავი ცხოვრება ჰქონდა. უბედური შემთხვევის გამო, დედამისი ავად არის და როგორც ჩანს, რასაც ხელს კიდებს, მარცხით სრულდება. იგი კაფეში მუშაობს, რომელსაც გაბედული - მაგრამ სკეპტიკურად განწყობილი სუნ ჯე მართავს. ქარიშხლიან ღამეს, კაფეს იდუმალი ქალი ეწვევა და სო ჯუნს წიგნს ათხოვებს, სახელად "შეყვარებული ხარ". აღმოჩნდება, რომ ეს გამორჩეული - და თუნდაც ჯადოსნური - წიგნია! ერთ დღეს ის წიგნს მის სასიყვარულო ცხოვრებაზე უსვამს კითხვას - და იღებს „პასუხს“, რომელიც სასწაულებრივად ცვლის მის ცხოვრებას. შეუძლია თუ არა სო ჯუნს გამოიყენოს წიგნის ძალა ნამდვილი სიყვარულის საპოვნელად?
შესრულებადი მისია
- ქართ.
- 520
- 0
ჩინელი საიდუმლო აგენტი მიიღებს შეტყობინებას იმის შესახებ, რომ დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი კონტრაბანდული გზით შედის კორეაში და მას ამ საქმის გამოსაძიებლად აგზავნიან. იგი ხვდება სუ-ჰანს, რომელიც წესით უნდა დახმარებოდა ამ საქმეში, თუმცა მისი უნიათობის წყალობით, უბრალო წვრილმანებზე უწევთ ჩხუბი. მაგრამ როდესაც მათ მოწმეებს მოულოდნელად მოკლავენ, ორივე უმალ მთავარი ეჭვმიტანილი გახდება.
მკვლელის ხმა
- ქართ.
- 448
- 0
ერთ დღეს ცნობილი ტელეწამყვანის, ჰან ქიუნბეს შვილი კვალის გარეშე გაქრება. ამ დროს ქალაქში გახშირებულია ბავშვების მოტაცება, ტელეწამყვანის შვილი სანვუ კი ერთ-ერთი მსხვერპლი აღმოჩნდება. მომტაცებელი 100 000 დოლარს ითხოვს ბავშვის სანაცვლოდ. სიტუაცია უფრო რთულდება მას შემდეგ, როცა მუქარის მიუხედავად ქიუნბეს ცოლი - ჯისონი საქმეში პოლიციას ჩართავს.
ეგზოტიკური სასტუმრო მერიგოლდი 2 / The Second Best Exotic Marigold Hotel
- ქართ.
- 357
- 0
საუკეთესო ეგზოტიკურ -მერიგოლდის- სასტუმროს მხოლოდ ერთი ვაკანსია დარჩა. ეს სასტუმრო არ იქნებოდა ეგზოტიკური, რომ არ ჩაესახლებინათ ერთ ნომერში ორი უცნობი ადამიანი
სასწაული შუაღამისას / Saswauli Shuagamisas / Miracle at Midnight
- ქართ.
- 452
- 0
ებრაული ახალი წლის (1943 წ. 1 ოქტომბერი) ღამეს ნაცისტები აპირებენ კოპენჰაგენში დააპატიმრონ დანიელი ებრაელები და მოათავსონ ისინი სიკვდილის ბანაკებში
უპატიებელი / Upatiebeli / The Unforgivable
- ქართ.
- 558
- 0
დრამატული ამბავი მძიემ დანაშაულისთვის 20 წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ ციხიდან გათავისუფლებული რუთ სლეიტერის შესახებ, რომელიც სამსახურის დახმარებით კვლავ უბრუნდება საზოგასეობას, სადაც მას მუდმივად ავიწროებენ – მუქარის სატელეფონო ზარებით და ფიზიკური ძალადობითაც კი. საზოგადოება უფრო მეტად წარსულის შეცდომების განსჯით არის დაინტერესებული, ვიდრე მისი დავიწყებით, ამიტომ ახალ გარემოში ადაპტაცია უფროდაუფრო რთულდება. ქალაქში ბევრს მიაჩნია, რომ მისი დანაშაული – პოლიციელის მკვლელობა – უპატებელია...
წყლის კაცი / wylis kaci / The Water Man
- ქართ.
- 556
- 0
ბიჭი მიზნად დაისახავს ავადმყოფი დედის გადასარჩენად მითიური არსების მოძებნოს, რომელსაც, როგორც ამბობენ, მაგიური სამკურნალო ძალა აქვს.
ასაკოვანი / Old
- ქართ.
- 396
- 0
მოსიყვარულე ოჯახი დასასვენებლად ტროპიკულ კუნძულზე მიემგზავრება. მალე გაარკვევენ რომ სანაპირო, სადაც იმყოფებიან, რატომღაცსაგრძნობლად დააბერებს. საბოლოო ჯამში, ოჯახს შვებულება ჯოჯოხეთად ექცევა...
რთული სამიზნე 2 / Rtuli samizne 2 / Hard Target 2
- ქართ.
- 973
- 0
შერეული საბრძოლო ხელოვნების ოსტატზე ნადირობა მიმდინარეობს სამხრეთ აზიაში...
კორიოლანუსი / Koriolanusi / Coriolanus
- ქართ.
- 914
- 0
რომის მოქალაქეები შიმშილობენ, რომის გმირის -კორიოლანუსის შეხედულებები კი მასობრივ ამბოხებას იწვევს.რომი სისხლშია იხრჩობა. კორიოლანუსი,რომელსაც პოლიტიკოსები და საკუთარი დედაც კი მართავს ქალაქიდან გაძევებულია,ის თავის სამსახურს და თავის სიცოცხლეს საკუთარ მტერს-ტულუს აუფიდიუსს სთავაზობს.
მონანიება / monanieba / Repentance
- ქართ.
- 1 900
- 0
საბჭოთა ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელე ვარლამ არავიძე რეპრესიების წნეხქვეშ ამყოფებს და სასიკვდილოდ წირავს უდანაშაულო თანამოქალაქეებს. წლების შემდეგ მის მიერ განადგურებული ოჯახის შვილი, ქეთევან ბარათელი ვარლამს საფლავიდან ამოთხრის და მომხდარით შეძრწუნებულ საზოგადოებას არავიძის ბნელი საქმეების შესახებ უამბობს. წინაპრის მიერ განვლილი, ცოდვებით დამძიმებული გზის გააზრება არავიძის შვილიშვილს, თორნიკეს მამასთან მწვავე კონფლიქტამდე მიიყვანს.
გადარჩენილი / Gadarchenili / The Survivalist
- ქართ.
- 609
- 0
შიმშილობის დროს, "გადარჩენილი" ცხოვრობს პატარა მიწის ნაკვეთზე, რომელიც ღრმადაა დამალული ტყეში. როცა ორი ქალი ეძებს საჭმელს და თავშესაფარს აღმოაჩენენ კაცის ფერმას. კაცი ხვდება, რომ მისი არსებობა დასასრულის პირასაა...
2001 წელი: კოსმიური ოდისეა / 2001 weli: kosmiuri odisea / 2001: A Space Odyssey
- ქართ.
- 1 224
- 0
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში ერთ-ერთი გამორჩეული და აღიარებული ფილმი. სტენლი კუბრიკის ''2001 წელი: კოსმიური ოდისეა''. ფილმში მოქმედება ხომალდის ბორტზე ვითარდება, რომელსაც კომპიუტერი ''ჰალი'' მართავს.
მოქალაქე ქეინი / moaqalaqe keini / Citizen Kane
- ქართ.
- 1 013
- 0
ფილმი საგამომცემლო ბიზნესის შესახებ მოგვითხრობს,რომელშიც მძაფრი შეგრძნებების მოყვარული ადამიანი ძალაუფლების მოსაპოვებლად იბრძვის და ეს უარყოფითად იმოქმედებს ყველაზე მის ირგვლივ,რაც საბოლოოდ ომში გადაიზრდება
ნადერისა და სიმინის განქორწინება / naderisa da siminis ganqorwineba / A Separation
- ქართ.
- 1 493
- 0
ნადერი და სიმინი ირანიდან წასვლას აპირებენ, უკეთესი ცხოვრების მოსაძებნად, მაგრამ ნადერი ავადმყოფ მამასთან დარჩენას გადაწყვეტს. სიმინს იმედი აქვს, რომ ქალიშვილთან ერთდ გაემგზავრება, მაგრამ ის სასამართლო საქმეს აგებს.
ნაიარევი სახე / Scarface
- ქართ.
- 1 357
- 0
მაიამი 1980 წელი კუბელი ემიგრანტი, ტონი მონტანა ფლორიდის კრიმინალური ჯაჭვის სათავეში ექცევა.
ცოდვის შვილები / codvis shvilebi
- ქართ.
- 1 531
- 0
ხევსურმა მგელიკამ ქისტი შეიპყრო და გამოსასყიდის მოლოდინში მტერი ერდოზე დააბა ძაღლივით. ჩამოთოვა. ქისტის გამოსახსნელად არავინ ჩანდა. მგელიკას ზედმეტი მჭამელის შენახვა გაუჭირდა, არაქრისტიანული საქციელისთვის ცოლ-შვილი და სოფელიც მოიმდურა. ვითომ შემთხვევით ქისტს გასაღები მიუგდო, მაგრამ ტყვემ უღირსად გაპარვა არ იკადრა და სიცივეში ამოხდა სული. მგელიკამ გარდაცვლილის ქრისტიანულ სასაფლაოზე დაკრძალვა გადაწყვიტა.
ცხოვრება წელიწადში Life in a Year
- ქართ.
- 3 028
- 0
ფილმი მოგვითხრობს 17 წლის დარინის ცხოვრებას, რომელიც გაიგებს, რომ მისი შეყვარებული კვდება. ის ცდილობს დარჩენილ წელიწადში, მას მთელი ცხოვრებისეული გამოცდილებები მიაღებინოს.
კერკეტი კაკალი
- ქართ.
- 2 327
- 0
ნიუ-იორკელი პოლიციელი ჯონ მაკკეინი თავის ცოლთან, ჰოლისთან შეხვედრას ცდილობს. როგორც კი ის ჰოლის ოფისთან მივა, შენობას ტერორისტები დაეპატრონებიან და მძევლებს აიყვანენ. ახლა მაკკეინმა მარტოდმარტო უნდა შეძლოს დატყვევებული ხალხის გათავისუფლება და ტერორისტების დამარცხება.