ჩვენი სიყვარულის ამბავი
- ქართ.
- 287
- 0
შეფასება
იუნჯი და იონჯე, ერთმანეთს უნივერსიტეტიდან იცნობენ, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ერთმანეთზე ზრუნვას ცდილობენ და მათი ურთიერთობა ამით შემოიფარგლება. მათ შორის სიყვარულის ნაპერწკლის გაჩენისას ორივეს განსხვავებული ფიქრები აწუხებს, განსხვავებულად გამოხატავენ გრძნობებს და ამის გამო, ერთმანეთსაც საკმარისად კარგად ვერ უგებენ. "ჩვენი სიყვარულის ამბავი“ გასაოცარი სიმარტივით ხდის ფარდას ორივე გმირის გულს და მათი სიყვარულის თუ პრობლემების მიზეზებს. სტუდია ” Dingo”-ს ამ ნამუშევარში დაუფარავადაა ნაჩვენები შეყვარებული წყვილის განცდები, მათი სიყვარულის ამბის დასაწყისი, განვითარება და პრობლემები, რომლებიც ურთიერთობათა დიდ ნაწილს ხშირად თან სდევს ხოლმე.