გულწრფელი გრძნობა
- ქართ.
- 640
- 0
ო იუნ სო ცნობილი მსახიობია. ის მისი სილამაზის გამოა ცნობილი, მაგრამ სამსახიობო ნიჭი არ აქვს. იუნ-სო მდიდარი ოჯახის ვაჟთან ერთად ეხვევა სკანდალში, რის გამოც მისი კარიერა ჩაძირვის პირასაა. მსახიობის ყურამდე აღწევს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცნობილი რეჟისორი დრამისთვის მთავარ მსახიობ ქალს ეძებს. პერსონაჟი ადვოკატის მდივანია.როლისთვის გამოცდილების მისაღებად,ო იუნ სოს უწევს იმუშავოს ადვოკატის მდივნად რამდენიმე თვის განმავლობაში. კვონ ჯუნ-როკი სამართლის ფირმაში ადვოკატია, ის ცივი და ამპარტავანი ადამიანია. ერთ დღეს მისი უფროსი კაცს სთხოვს, რომ მსახიობი ო იუნ-სო ამუშავოს თავის მდივნად სამი თვის განმავლობაში. ჯუნ-როკს ეს საერთოდ არ უხარია, მაგრამ
რა დაემართა მდივან კიმს?
- ქართ.
- 783
- 0
ლი იანგ-ჯუნის ოჯახი მართავს დიდ კომპანიას, სადაც ის ვიცე პრეზიდენტის პოზიციას იკავებს. ჭკვიანი, მდიდარი და სიმპატიურია, მაგრამ ქედმაღალი. მისი მდივანი კიმ მი-სო მასთან წლებია მუშაობს და იდეალურად ასრულებს მოვალეობას, მაგრამ მაინც გადაწყვეტს სამსახურიდან წასვლას.
რადგან პირველად ვცოცხლობ
- ქართ.
- 840
- 0
ნამ სეჰი 30 წელს გადაცილებული მარტოხელა კაცია. მას აქვს სტაბილური სამუშაო, ჰყავს კატა, იპოთეკით სახლი აქვს ნაყიდი, და რაც მთავარია - ქორწინებისა და სიყვარულის არ სჯერა. იუნ ჯიჰო ასევე მარტოხელა ქალია, ოჯახის უძრავი ქონება მის ძმას ხვდა წილად და ჯიჰო უსახლკაროდ დარჩა. იუნ ჯიჰო ნამ სეჰის ბინაში ოთახს ქირაობს, ორივესთვის სასარგებლო შეთანხმების მიღწევისას კი გადაწყვეტენ ერთმანეთზე დაქორწინდნენ - ქორწინების განმავლობაში სეჰი ქირის ფასს 50 დოლარს დააკლებს, ჯიჰო კი პასუხისმგებელი იქნება სახლის დალაგებასა და ნარჩენების დახარისხებაზე.